იმისათვის, რომ სიკვდილს გადარჩე, დღესასწაული უნდა მოიწყო, თუნდაც მარტო ესწრებოდე მას.
სცენას ყოველთვის დღესასწაულად აღვიქვამდი, ბავშვობიდან.
აფიშის დანახვისთანავე მოუსვენრობამ შემიპყრო – ვიცოდი, მასთან რაღაც სხვა მელოდა – ჯადოქარი რომაა, ეგაც ბავშვობიდან შემომრჩა.
ისე ვარ შთაგონებული
რამონათი, რომ ველი უახლოეს თავისუფალ დროს ორთქლმავლების, ჟანგიანი ვაგონების, მაზუთიანი შპალების და წითლად მოციმციმე შუქნიშნის გადასაღებად.
დანებდით ჯადოქარს:
ნახეთ რამონა.
მოკვდით რამონასთან ერთად და მერე გაცოცხლდით,
რომ სულ გახსოვდეთ ის.