უცნაური დღე იყო. ჩიტები დამტრიალებდნენ თავს. ვიყავი ჩვენს ეზოში მარტო. ორჯერ ბეღურის მსგავსი ჩიტი შემოფრინდა აივანზე წივილით და შურდულივით ჩამიქროლა, მერე ბაღში კაჭკაჭი ჩამომიჯდა ორიოდე მეტრში უშიშრად, ისიც ჭყიოდა და შემომცქეროდა. მთელი დღე მქონდა შეგრძნება, რომ გვერდით ვიღაც მედგა. ასეთი არაფერი მიგრძვნია ადრე. არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ სერიოზულად, უცნაური დღე იყო.
ბოლო დღეებია, მშობლები მესიზმრებიან და ამ მხრივ ბედნიერი ვარ – მონატრება მიმსუბუქდება. ივლისი მოდის. მასთან ერთად ყველაფერი, თავიდან. მათი თვეა.
ბოლო დღეებია, მშობლები მესიზმრებიან და ამ მხრივ ბედნიერი ვარ – მონატრება მიმსუბუქდება. ივლისი მოდის. მასთან ერთად ყველაფერი, თავიდან. მათი თვეა.