დეკემბრის თვეში არაერთხელ ვინანე, რომ არ შემოვინახე შვებულების რამდენიმე დღე. საოცრად მჭირდება დასვენება. აღარ დავწვრილმანდები და ჩამოვთვლი გადაღლილობის მიზეზებს თუ ნიშნებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემს ჩვევებსა და ინტერესებზე, რაც ცოტა მაინც ახალისებდა თუნდაც საღამოებს მაინც, უარის თქმა მომიწია. ასე რომ ვეღარ გავაგრძელებ, უკვე ზუსტად ვიცი. შეუძლებელია ადამიანი რობოტად იქცეს. თვის ბოლოს ყველაფერ ამას დაემატა გაუთვალისწინებელი საქმეები თავისი ხარჯებით, – ესაც საკონტროლო გასროლა ჩემს გამძლეობაზე.
რამდენი ხანია საყვარელი ბლოგები არ წამიკითხავს, არც აქ შემომიხედავს, არც ფლიკრზე, არც, არც, არც... წიგნსაც კი, რომელიც შემიყვარდა, მთელი თვე ვკითხულობდი. განა შეიძლება, საყვარელი წიგნი მთელი თვე იკითხო? ორშაბათები მიყვარს-მეთქი და იმ დღიდან აირია ორშაბათების ამბავი და სიყვარულიც. ისეთი მძიმეები მობრძანდნენ, რომ უკან მიმაქვს ჩემი ოდა. მოკლედ, ძველი თავის ძიებაში ვარ. უნდა ვიპოვო და დავიბრუნო. ჰოდა, აქაც დავბრუნდები მერე.