ორი დღეა, არა მხოლოდ მულტფილმებს ვუცქერი... ძლიერ ქალებსაც.
ერთ–ერთი ამ ძლიერი ქალებიდან – ფრიდა კალო. ისეთი ენერგია მოდის მისი მზერიდან – ფოტოებიდან თუ ავტოპორტრეტებიდან. ძალიან მჭირდება ასეთი ენერგია, ძალიან.
კალოს "პატარა ირემი". საოცარი პორტრეტია – შეუდრეკელი მზერა და წარმოსადგენად ძნელი ტკივილები. ტყე, რომელსაც ვერ გაცდება; ზღვა, რომელიც ტყიდან ჩანს.. და ირემი!
ვინ იცის, რამდენჯერ – ასე, თვალდახუჭულს..
***
მაკა ბატიაშვილს მივუბრუნდი. არ ვიცი, ამ ნამუშევარს რა ქვია, არ აქვს დასათაურებული, მაგრამ ჩემთვის ეს "ზევით" არის, შესაბამისი მზერით.
1-7 დეკემბერი.
საკვარელი მაიმუნი :)
ReplyDeleteფრიდა მეც ძალიან მიყვარს, ერთ დროს განსაკუთრებით მის ნახატებს ვერ ვშორდებოდი. იშვიათი ქალი იყო. VIVA LA VIDA! :)
აშკარად ეს კომენტარი სხვა პოსტს ეკუთვნოდა და ამერია :) Sorry.
ReplyDelete