აპრილი დადგა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ათვლა დაიწყო.
გუშინ, რომელიღაც საიტზე ამოვიკითხე: "წინ, დავით აღმაშენებლისკენ!" და გამეღიმა..
კომპასი გჭირდება, საზოგადოებავ :) და ზღვის შემჩნევა.
რატომ ხდება, რომ თვალები სულ უკან გვრჩება?!
რომ ჩვენ აი, ეს ეს ეს ეს გვყავდა.
რომ ჩვენ აი, ეს ეს ეს ეს გავაკეთეთ.
რომ "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!"
ის ადამიანები, რომლებიც გვყავდა, თავისი დროისთვის აკეთებდნენ მაქსიმუმს.
და რას აკეთებს თითოეული, "რაც კარგია" მოქალაქე უკეთესი ქვეყნის შესაქმნელად? თუმცა, პირველად ალბათ სხვა კითხვებს უნდა ვსვამდე: ვის რა მიაჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად და სამშობლო ვისთვის სადამდეა გადაჭიმული – საკუთარ ზღურბლამდე, თუ უფრო შორს.
მხოლოდ (და ყოველთვის) ის მინდა, რომ ადამიანებს მოცემულობათა შეჯერება შეეძლოთ, ვიდრე დასკვნას გამოიტანენ.
...
ურემზე ვსხედვართ და მივჩაქჩაქებთ..
შიშველი ფეხისგულებით კენჭებზე ტყაპუნმა არ მოგვიწიოს.
მართალი ხარ, ქეთი, გეთანხმები!
ReplyDeleteიმდენად სამარცხვინო აწმყო გავაქვს წარსულზე ყურების გარდა არაფერი დაგვრჩენია.
ReplyDeleteთუმცა იმ წარსულში რა ხდებოდა ეგ კიდე საკითხავია, ვერ დავიჯერებ რომ ერი ბოლო ორ საუკუნეში შეიცვალა.
დავით აღმაშენებელს რა დაუჯდა ქვეყნის გაერთიანება ვიცი უკვე, რა სამწუხაროა რომ იგივე მეთოდებს დღეს ვერ მივმართავთ და ყველა ურჩს ციხეში არ მოვსვავთ!
გიგა, გმადლობ.
ReplyDeleteკატენ, მომავალი?!
აწმყო მხოლოდ ცუდისგან არასდროს შედგება.
და არ ვიცი, ურჩში რას გულისხმობ. მე როგორც მესმის ურჩი – დასჯის ამ მეთოდს ვერ მოვიწონებ.
ქეთი, ძალიან საინტერესო საკითხზე დაიწყე საუბარი ამ პოსტით.
ReplyDeleteუცნაური ლოგიკაა: "წინ" დავით აღმაშენებლისკენ. როგორ შეიძლება შუა საუკუნეებს ვაღმერთებდეთ, რა თქმა უნდა, წარსული უნდა გვახსოვდეს და გვიყვარდეს, მაგრამ წარმოიდგინე, ინგლისი რომ თავის მეფეებს, ჰენრი მერვეს ან ოლივერ კრომველს მისტიროდეს, ახლა ჩვენზე უარეს დღეში იქნებოდა. წინ უნდა წავიდეთ, ოღონდ დავით აღმაშენებელი დავასვენოთ, სადაც არის, ჩვენ, ჯობია, სხვა ფასეულობებზე ვიფიქროთ.
სოფი, რა თქმა უნდა, ასეა.
ReplyDelete