Tuesday, April 28, 2009

ისე

გუშინ 2009 წლის ლექსები ჩავწერე. რა თქმა უნდა, ჩემთვის, რადგან მგონია, ცუდად ვკითხულობ და ასეც არის.
პატარა ვიდეოთეკა მაქვს :)
კიდევ, "საკანს" "წასვლა" დაემატა. ეს ორი ბლოგის ახალი პოსტის გრაფაში გაჩნდა და ამ ნიშნით დავაწყვილე. ქაღალდის ნაგლეჯზე მიწერილის ეფექტი აქვთ – ოღონდ სადმე, ჩქარა..
ვიცი, არიან ავტორები, რომლებსაც მსგავსის მოსმენა ალბათ გააღიმებთ, რადგან ლექსებს რეფერატებივით წერენ, ჩაბარების სავარაუდო თარიღის განსაზღვრით :)
ჰო, გასაგებია, მხოლოდ იდეაზე დაშენება; ზოგიერთის შემთხვევაში – სხვის იდეაზეც..
აი, მე ყოველთვის გულით ვწერდი და ჭკუას ვატანდი :)
...
უკვე იშვიათად ვსტუმრობ რამდენიმე მისამართს. დღეს ნაცნობი შემხვდა, ერთი კარგი ადამიანი და... მძაფრად ვიგრძენი, როგორ გავუცხოვდი. მეძნელება აღწერა..
...
კიდევ, ორი ახალი (ანუ, საყვარელი :) ) ავტოპორტრეტი მაქვს. იქნებ, ოდესმე გამოვფინო. არ მიყვარს ინეტში..

8 comments:

  1. წარმატებებს გისურვებ! დარწმუნებული ვარ, რომ გამოაქვეყნებ! ჰო წიგნად სულ სხვაა! :)

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა, ხატია! მეც ასე მგონია :) ვნახოთ..

    ReplyDelete
  3. წარმატებას გისურვებ :) მთავარია ცოტა მონდომება და კი იცი რომ შესძლებ იმას რაც დაისახე მიზნად :)


    პ.ს. "ლექსებს რეფერატებივით წერენ" მომეწონა! :D :D :D

    ReplyDelete
  4. კატ :D
    დიდი მადლობა! :) ჰო, მონდომებაა საჭირო..

    ReplyDelete
  5. wignad sjobs, magram avtoris wakitxulic ar iqneba urigo

    ReplyDelete
  6. რა ვიცი. მგონია, რომ ვერ..

    ReplyDelete
  7. როგორც არ უნდა კითხულობდე, მაინც უფრო გულიდან იქნება წამოსული :) :love:

    ReplyDelete