არიან "ჩემიანი" მხატვრები – თანამგზავრები (თუნდაც, შინ დარჩენილები) და არიან გზად შემხვედრები – ხეტიალისას განწყობას წამოყოლილები..
ჰოდა, დღეს ერთ ჩემიანს გამოვფენ – მარკ შაგალს, თავისი კმაყოფილი საქონლით მოვაჭრით და მუცელმძიმე თეთრონით. ძალიან მომწონს ეს სევდიანთვალება თეთრონი, მაღიმებს, მზერის მიუხედავად :)
*
კიდევ ერთი – შაგალისვე "აკრობატი".
15-21 ივნისი.
ძალიან მომწონს შაგალი! სამწუხაროდ რეალში მისი რამოდენიმე ფოტო მაქვს მხოლოდ ნანახი, თუ არ ვცდები ერმიტაჟში
ReplyDeleteშაგალი ჯერჯერობით ვერ შევიცანი, მაგრამ პარიზის გრან ოპერის დარბაზს რომ მაგის ნახატები ამშვენებს, ეგ ვიცი. მალე ჩავუჯდები მაგასაც და თუ მაინც ვერ დავუმუღამე, შენი იმედი მაქვს, რომ გამაგებინებ ;)
ReplyDeleteგრან ოპერაში მოხვედრა ორი კურდღლის დაჭერას ჰგავს – მუსიკასაც მოისმენ და შაგალსაც დაათვალიერებ..
ReplyDeleteაქ ალბათ ხშირად გამოვფენ ხოლმე :)