Monday, August 31, 2009

ერთი კვირა, კედელზე

გუშინ თითქოს მოფიქრებული მქონდა, რომელ მხატვარს გამოვფენდი, მაგრამ განწყობა იცვლება და შესაბამისად – არჩევანიც.
"Haere Pape" – მგონია, ახლა ყველაზე მეტად ეს ფერები და ხმა გამომხატავს..
პოლ გოგენს ვუთმობ კვირის კედელს, თბილს..

31 აგვისტო –
6 სექტემბერი.

6 comments:

  1. ბავშვობაში გოგენის სურათების ალბომი ვიპოვე ბიძაჩემთან და იმის მერე სულ ვათვალიერებდი, ვათვალიერებდი და მინდოდა ასეთი ქალი ვყოფილიყავი :ლოლ: ასეთი ფერის ტანსაცმელი ჩამეცვა და მკერდი მალე გამზრდოდა :))) სასწაულია გოგენი.

    ReplyDelete
  2. მართლა თბილია. ასეთ კვირას გისურვებ, თბილს :)

    ReplyDelete
  3. ძალიან თბილი და მაძღარი ფერები აქვს. :*

    ReplyDelete
  4. * სოფი :)))

    * ნათი, მადლობა, მეც ასევე :)

    * ტომუშკა :*

    ReplyDelete
  5. გოგენის ბოლო წერილი, რომელიც მეგობარს მისწერა – სადაც ცოტაოდენ საარსებო თანხას სთხოვდა მეგობარს – მისი გარდაცვალების შემდეგ საკმაოდ დიდ თანხად გაიყიდა აუქციონზე. არადა იმ თანხის ნახევარიც კი გოგენს საარსებოდ ეყოფოდა, უფრო დიდხანს იცხოვრებდა და კიდევ უფრო საინტერესო და ფერად – ფერად სურათებს დახატავდა.

    ReplyDelete
  6. სამწუხაროდ, ძირითადად სიკვდილის მერე აფასებენ ხოლმე დიდ ადამიანებს :(

    ReplyDelete