Thursday, December 31, 2009

გილოცავთ

ყოველ ახალ წელს უკეთესი მომავლის იმედით ვხვდები. ჩემთვის 2009 წინა წელზე უკეთესი აღმოჩნდა. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი: ჩემი წიგნი გამოიცა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რითაც გასული წელი დამამახსოვრდება.

ბოლო წლებში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა არ მაქვს. გუშინ ფეისბუკზე დავწერე, ჩემი ნაძვის ხე და ჩიჩილაკი ლამაზები არიან და სულ ეს არის ჩემი საახალწლო განწყობა-მეთქი. ქუჩაში გასვლისას ამ ღამისთვის ცოტათი მოკრებილი მოლოდინიც მეფანტება, ისეთი სახეებით დადის ხალხი. ამაზე იქნებ სხვა დროს, ახლა კი:

ყველას გილოცავთ!

მშვიდობა, სიყვარული, ჯანმრთელობა და წარმატებები არ მოგკლებოდეთ! მრავალს დაესწარით...

10 comments:

  1. გილოცავ :)
    და დაესწარი მრავალს, და სიახრულით და ბედნიერებით, ნაყოფიერებით ყოფილიყოს სავსე დამდეგი 2010 წელი :) :*

    ReplyDelete
  2. გილოცავ ქეთი!!!
    წარმატებებს გისურვებ, საინტერესო და ნაყოფიერ წელიწადს, have fun and be as you are - original and creative!

    ReplyDelete
  3. ტომუშკა, სოფი,
    დიდი მადლობა! :) ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ :*

    ReplyDelete
  4. გილოცავ ქეთ.

    ხო განწყობა არც მე მაქვს.
    დავწერე კიდეც.

    ReplyDelete
  5. ქეთ, მადლობა, მეც გილოცავ :)

    იმედია, ჩემს მსგავსად საახალწლო განწყობა მოგემატება. ახალ წელს მაინც ყოველთვის უკეთესის მოლოდინი მოაქვს :*

    ReplyDelete
  6. კეთი, შენ ჩემს ბლოგზე მომილოცე, მე შენს ბლოგზე მოგილოცავ!!! წარმატებებს გისურვებ. :)

    ReplyDelete
  7. დიდი მადლობა, ჯორჯ! ასევე... :)

    ReplyDelete
  8. qeti,kide ufro mnishvnelovan,bednier da carmatebul clebs gisurveb :)

    ReplyDelete
  9. მადლობა ქეთ! რა საყვარელი თოვლის ბაბუა გყავს! :)

    ReplyDelete
  10. * ნასტასია, დიდი მადლობა! :)

    * ხატი :) მეც ძალიან მომწონს, სულ მაღიმებს :)

    ReplyDelete