გუშინ "თაობებზე" ერთ-ერთი ახალი ლექსი – "ღია" გამოვაქვეყნე. შარშან, კრებულის სასიგნალო ცალი უკვე დამზადებული იყო, როცა გაჩნდა და ჩავამატე. ეს კრებულში შესული ახალი ლექსებიდან ერთადერთია, რომელიც მთელწლიანი სიჩუმის შემდეგ ინტერნეტში მოხვდა, რადგან ადრინდელი დამოკიდებულება ინტერნეტში ახალი ლექსების დადებაზე არ შემცვლია. ჰოდა, გუშინ ისე განვიცდიდი, ვიდრე გამოქვეყნების ღილაკს ხელს მივაჭერდი. ცუდია, რომ ეს განწყობა გამიჩნდა და ჯერაც ვერ მოვიცილე.
მოგვიანებით ლექსი ფეისბუკზეც დავდე და ჩემს ლექსების საიტსაც დავამატე.
ისევ მომწონს და სათქმელის თქმა, რომელიც ამ ლექსის საშუალებით გადმოვეცი, კიდევ და კიდევ მინდება...
გზაზე, რომელიც დამაბრუნებს ისევე ღამეს,
ReplyDeleteრომ შენი ნავი კვლავ მოადგეს მოტეხილ ყუას
რა მაგარიააააა,
ძააან ძაან კარგი ლექსია!
ლალენა :*
ReplyDeleteდიდი მადლობა!