Friday, December 31, 2010

გილოცავთ

რაღა დარჩა "ჯადოსნურ" შუაღამემდე? სულ რამდენიმე საათი. წინასაახალწლო დღეებში და, საერთოდ, დეკემბრის თვეში გასულ წელზე მეფიქრება ხოლმე. ხელისგულზე ჩანს მთელი წელი – გადადგმული ნაბიჯებით, სიტყვებით, ადამიანებით, მიღწეული თუ ვერშეძლებული ჩანაფიქრებით, მოსმენილით, ნანახით... და თავისთავად ჯამდება, ერქმევა "კარგი" ან "არც ისე კარგი", თუმცა არა რომელიმე წელს – ნომრით რაღაც ციფრი, რომელიც ასეთად აქცია ტრადიციულ-სიმბოლურმა დახვედრამ, არამედ ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთს, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც მე ვიყავი; მაგრამ ანტურაჟსაც აქვს მნიშვნელობა, ჩვენს თანამდგომებსაც, ჩვენგან თანადგომასაც, შესაბამისად, რაღაც შედგება, რაღაც – ვერ...
შეფასებებს ყოველთვის ჩემთვის ვიტოვებ, არ მიყვარს მათი ღიად ჩამოწერა. ჩვენს ნებისმიერ წელს კი ახლავს ლამაზი დღეები, შეგრძნებები, სიხარულები და ამ საღამოს მათ სიამოვნებით ვიხსენებ, – ამ საღამოს თვალები უნდა იღიმოდეს :)

ყველას გილოცავთ ახალ წელს,
ბედნიერი დღეების სიუხვეს გისურვებთ,
სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ!

13 comments:

  1. მეც... მეც გილოცავ!!!!!!!!)

    ReplyDelete
  2. ჯორჯ,
    არსენ,
    დიდი მადლობა! :))

    ReplyDelete
  3. ქეთი გილოცაააავ! :)) მიხარია, რომ შენს ბლოგთან ერთად არაერთი სასიამოვნო განწყობა შევიქმენი 2010–ში და მიხარია წინასწარ, რომ 2011–იც ასეთივე იქნება! :))

    ReplyDelete
  4. გილოცაავ სულ ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს შენთვის და შენი ბლოგისთვისაც. Love u both ))) :*

    ReplyDelete
  5. * ანდან, დიდი მადლობა :) იმედია, მომავალშიც ასე იქნება :))

    * ნინა, დიდი მადლობა :*
    <3

    ReplyDelete
  6. warmatebuli da xalisiani 2011 gqonodes :*

    ReplyDelete
  7. დიდი სიამოვნებით შემოვიხედავდი შენთან, როგორ შეხვდი ახალ წელს და როგორ იღიმებოდი :) ასე წარმომიდგენიხარ, რომ სულ თბილად იღიმი.
    შენც გილოცავ ახალ წელს – ბედნიერება და სიხარული, ჯანმრთელობა და სიყვარული გქონოდეს – ამაზე უკეთესი რა შეიძლება არსებობდეს!!!

    ReplyDelete
  8. * ბაბისა, დიდი მადლობა, შენც ასევე :*

    * სოფი :)) რა თბილი ხარ :) დიდი მადლობა, ამაზე უკეთესი მართლაც არაფერია! იგივეს გისურვებ მთელი გულით <3

    ReplyDelete
  9. იქით მოგილოცეეე :)
    მაგრამ აქეთაც გილოცავ :)
    მინდა რომ იყო ბედნიერი და გახარებული :)
    ისეთი გახარებული რომ სახეზე სუუუუუუუულ ღიმილი დაგთამაშებდეს :)

    ReplyDelete
  10. დაე იღომოდნენ ღიად :)

    მრავალს :)

    ReplyDelete
  11. ტომუშკა :* დიდი მადლობა! :)
    შენც ასევე <3

    ReplyDelete
  12. ნასტასია, დაე :* <3

    ReplyDelete