ასეთი ვირუსი შემხვდა – ყელი მტკივა დღეგამოშვებით, ღამით ხმაც მტოვებს და დილით, ვითომ არაფერი, ისევ ჩემთან ერთად იღვიძებს... სიზმრებში კი ვლაპარაკობ. ვხედავ. მიყვარს.
დღეები – უწყლო, წყლის ძიებაში. მერწყული გავხდი.
ცოდნა, რომ შინ წყალია, სიმშვიდეს ნიშნავს; დაცარიელება დგომაა შეციებულთა რიგში; შეგრძნება – 90-იანი წლები, საერთო ცეცხლი დღის სადილისთვის; ცქერაა – როგორ ივსება მცირე ნაკადით გამჭვირვალე ჭურჭელი; ხმა – მცირე ნაკადისა; სახე:
"წყაროს" თავზე, მარმარილოს ქვაზეა ამოხატული. იღიმის. ბიჭია, 22 წლამდე. იქვე სახელი. ზედმეტიც. წყალს მისი ღიმილიდან ვავსებთ.
მე ბოლო ვარ.
სულ რამდენიმე წუთით.
ვუსმენ.
დაუწერელ კანონს ვარღვევ (თურმე). ვიღაცები მსჯელობენ: რატომ ამ ენაზე. ვიღაცებს ეშინიათ. მგონი, წიგნების აკრძალვამდეც მივალთ და უფალ ცენზორსაც დავ(ი)ნიშნავთ.
თითქოს ყვითელ ნოტიო ქვიშაში ჩავყავი ხელები. კარგია, პირში ქვიშის ნამცეცებს არ ვგრძნობ...
გადავიკითხავდი ამ წიგნს.
მალე გამოჯანმრთელდი :)
ReplyDeleteნათი, მადლობა :*
ReplyDeleteრაღაცებს კითხულობ თან ხო? და უსმენ.
ReplyDeleteმალე ჯანმრთელობა!
ჰო, როდე, ეგ ყველაზე სასიამოვნო :)
ReplyDeleteმადლობა!
Ощущение... ამაზე ტკბილი და ლამაზი სიტყვა არ არსებობს...
ReplyDeleteჰო...
ReplyDeleteავად იყავი? :/ ვეღარ მოვიცალე კითხვისთვის. იმედია უკვე გამოჯანმრთელდი :)
ReplyDeleteხანდახან იცი როგორ წერ? ბავშვობაში წავიკითხე ნაირა გელაშვილის მოთხრობები, მწერალია, შეიძლება არც იცი. ასეთი შეგრძნებებით წერს :)
ახლა როგორ ხარ???
ReplyDeleteმე, მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც გრიპს დაუძვრა. კიარადა დაუსხლტა.
* ნინა, კი, ახლა კარგად ვარ :*
ReplyDeleteმართლა? ამაზე არ მიფიქრია. ნაირა გელაშვილს უფრო მისი ლექსებით ვიცნობ :)
* ახლა კარგად, ქეთ :*
ძალიან კარგი! ასეც გააგრძელე, ჯანმრთელად...
კარგია, რომ კარგად ხარ.
ReplyDelete