Saturday, February 5, 2011

(ეს) ღამეები. დღეები. განწყობა

ასეთი ვირუსი შემხვდა – ყელი მტკივა დღეგამოშვებით, ღამით ხმაც მტოვებს და დილით, ვითომ არაფერი, ისევ ჩემთან ერთად იღვიძებს... სიზმრებში კი ვლაპარაკობ. ვხედავ. მიყვარს.

დღეები – უწყლო, წყლის ძიებაში. მერწყული გავხდი.
ცოდნა, რომ შინ წყალია, სიმშვიდეს ნიშნავს; დაცარიელება დგომაა შეციებულთა რიგში; შეგრძნება – 90-იანი წლები, საერთო ცეცხლი დღის სადილისთვის; ცქერაა – როგორ ივსება მცირე ნაკადით გამჭვირვალე ჭურჭელი; ხმა – მცირე ნაკადისა; სახე:
"წყაროს" თავზე, მარმარილოს ქვაზეა ამოხატული. იღიმის. ბიჭია, 22 წლამდე. იქვე სახელი. ზედმეტიც. წყალს მისი ღიმილიდან ვავსებთ.
მე ბოლო ვარ.
სულ რამდენიმე წუთით.

ვუსმენ.
დაუწერელ კანონს ვარღვევ (თურმე). ვიღაცები მსჯელობენ: რატომ ამ ენაზე. ვიღაცებს ეშინიათ. მგონი, წიგნების აკრძალვამდეც მივალთ და უფალ ცენზორსაც დავ(ი)ნიშნავთ.

თითქოს ყვითელ ნოტიო ქვიშაში ჩავყავი ხელები. კარგია, პირში ქვიშის ნამცეცებს არ ვგრძნობ...
გადავიკითხავდი ამ წიგნს.

10 comments:

  1. მალე გამოჯანმრთელდი :)

    ReplyDelete
  2. ნათი, მადლობა :*

    ReplyDelete
  3. რაღაცებს კითხულობ თან ხო? და უსმენ.
    მალე ჯანმრთელობა!

    ReplyDelete
  4. ჰო, როდე, ეგ ყველაზე სასიამოვნო :)
    მადლობა!

    ReplyDelete
  5. Ощущение... ამაზე ტკბილი და ლამაზი სიტყვა არ არსებობს...

    ReplyDelete
  6. ავად იყავი? :/ ვეღარ მოვიცალე კითხვისთვის. იმედია უკვე გამოჯანმრთელდი :)
    ხანდახან იცი როგორ წერ? ბავშვობაში წავიკითხე ნაირა გელაშვილის მოთხრობები, მწერალია, შეიძლება არც იცი. ასეთი შეგრძნებებით წერს :)

    ReplyDelete
  7. ახლა როგორ ხარ???

    მე, მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც გრიპს დაუძვრა. კიარადა დაუსხლტა.

    ReplyDelete
  8. * ნინა, კი, ახლა კარგად ვარ :*
    მართლა? ამაზე არ მიფიქრია. ნაირა გელაშვილს უფრო მისი ლექსებით ვიცნობ :)


    * ახლა კარგად, ქეთ :*
    ძალიან კარგი! ასეც გააგრძელე, ჯანმრთელად...

    ReplyDelete
  9. კარგია, რომ კარგად ხარ.

    ReplyDelete