Wednesday, May 11, 2011

ქართული:

გამჭვირვალობა
ასეთი შთაბეჭდილება მრჩება: დღეს კარგი ტიპობაა იმის ღიად თქმა, რომ გეი ხარ ან ბი. ფეისბუკზე ვნახე: ჭიქებივით უჭახუნებდნენ ერთმანეთს თავის ორიენტაციებს და ამბობდნენ:
– გაგვიმარჯოს!
– გაგვიმარჯოს!

შოუ–ბიზნესი
ტელევიზიით აჩვენეს მღვდელი, რომელსაც უთანხმებდნენ ეკლესიის საძირკვლის გაჭრის ცერემონიაზე წითელი ხალიჩის დაგების დეტალებს. ცერემონიას ჰყავს რეჟისორი. მონტაჟდება ეკრანები...

პარადოქსი
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისთვის მშენებარე პირველ ტრასას შეეწირა 1500 ძირი ხე.

8 comments:

  1. რაკარგი ტილო აგირჩევია და დეტალი ამ კვირისთვის
    და პარფადოქსებს კიდე რა დალევს
    თან ჩვენთან :)

    ReplyDelete
  2. მიყვარს ეს ტილო :)

    ჰო, ასეა...

    ReplyDelete
  3. სექსსნობები:)

    ReplyDelete
  4. ორი სიტყვით, რამდენ რამეს იძახი ხოლმე ქეთი :))) <3

    ReplyDelete
  5. ეკოლოგიურად სუფთა ტრასაში რას გულისხმობენ? მანქანების ნახვლად ველოსიპედებით და ცხენებით ივლიან ხალხი? :D :D hehe, რა მაგარი იქნებოდა ისე :)

    ხეები კი შეეწირა მაგრამ მათი დარგვა და გარშემო განაშენიანება ყოველთვის შეიძლება მთავარია მონდომება იყოს.

    ReplyDelete
  6. ველოტრასას აშენებენ ქუთაისში :) კი, შეიძლება ხეების თავიდან გაშენება, მაგრამ როცა ერთდროულად ამდენ ზრდასრულ ხეს ძირკვავენ, კარგი საქმე არ არის.

    ReplyDelete