ბავშვობაში ამ ნანგრევს სკამს ვადარებდი, თუმცა ახლაც იგივე ასოციაციას მიჩენს. კლდემაღალას ციხე ჰქვია, იგივე არსენას ციხე. მე-5 საუკუნით თარიღდება. 10 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ მის დასალაშქრად წამიყვანა. ნახევარი გზაც ვერ გავიარე და მოვბრუნდით. მახსოვს ქორი, რომელიც თავს დაგვტრიალებდა; ნაკვალევი, რომელზეც მამამ თქვა, მელიას ნაკვალევიაო და ხედი – ულამაზესი. მიყვარს ავტობანიდან მისი და მიმდებარე მთის კალთების ცქერა. ამას წინათ გავჩერდი და გადავიღე. უცნაურია, გუგლში მისი ფოტო არ მოიძებნა. მგონი პირველი ვარ, ვინც გაავრცელებს.


რა ლამაზი ცააა, ლურჯი და მოკრიალებული.
ReplyDeleteჰო, ისე ნათელი დილა იყო
ReplyDeleteუკვე ხარ გუგლიმიჯებში :)
ReplyDeleteვაჰ, ვნახე ახლა :)
ReplyDelete