ერთადერთი, რითაც მიხვდები, რომ მზესუმზირები არიან, მათი სუსტი ღეროებიდან წამოსული სუნია – ისეთივე, როგორიც ბაღში ამოსულ, ძლიერ მზესუმზირებს აქვთ ხოლმე. ცდილობენ, იცოცხლონ და მეც წყალს ვუსხამ. ფოტო ცოტა ძველია, მას მერე უფრო დაუგრძელდათ ღეროები, ფოთლები კი ასე დარჩათ. მეეჭვება, ყვავილის გაშლა მოახერხონ – შეუფერებელ სეზონზე მომინდა მათი
დათესვა. მგონია, მძიმე განწყობა უნდა ჰქონდეთ, როგორიც ახლა – მე.
რა საყვარლები არიან :)
ReplyDeleteპირდაპირ მზისკენ რომ მიიწევენ :)
ხანდახან შემოაბრუნე ხოლმე ქოთანი რომ გასწორდნენ ცოტა წელში :)
ჰო :) ვაბრუნებ, მაგრამ ძალიან სუსტები არიან და ვერ ახერხებენ :)
ReplyDeleteჯერ პოსტი არც მქონდა ჩაკითხული, რომ ეს ვიფიქრე, რაღაცნაირი განწყობა უნდა ჰქონდეს ქეთის და ამ მზესუმზირებსაც–მეთქი. ჰოდა, მჯერა, მალე შებრუნდებით მზისკენ და გაიღიმებთ.
ReplyDeleteსოფი :*
ReplyDelete