ახალი ბლოგი გავხსენი. თუ რის შესახებ და რატომ, პირველ პოსტში წერია. გუშინ უცებ გადავწყვიტე – ხანდახან შინ დღისით დაუგეგმავად დაბრუნება ნაყოფიერი შეიძლება იყოს. კრიტიკოსის ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ, ეს იქნება ერთგვარი ნუსხა, რომელიც მეც დამეხმარება უკან გახედვისას და, დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგის მკითხველებსაც – თუ მათ კარგ წიგნს აღმოვაჩენინებ, გამიხარდება. შეიძლება მკითხველების რჩევებმა მეც მაპოვნინოს რომელიმე კარგი წიგნი. ამ ბლოგის მსგავსი ბლოგებისგან განმასხვავებელი ნიშანი გამოკითხვაც იქნება – პოსტში ნახსენებ წიგნს 5 ბალიანი შკალის მიხედვით შევაფასებთ – მეც და, თუ მკითხველებს სურვილი ექნებათ, ისინიც.
და ბოლოს, ცოტა მოტივაცია გამიჩნდა, რაღაც საინტერესო ვაკეთო. როცა არ გაქვს მიზანი, ასეთი წამოწყება მნიშვნელოვანია. იქნებ ეს პერიოდი გადამალახინოს.
ჰო, მისამართი:
http://bookbagofketi.blogspot.com
გილოცავ ახალ წამოწყებას! წარმატებები!
ReplyDeleteმომეწონა იდაც და წამოწყებაც. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და ჩემს აზრსაც გეტყვი ხოლმე შენს ჩანთაში არსებულ წიგნებზე :)
ReplyDeleteთინიტა, სოფი, მადლობა! :)
ReplyDeleteსოფი, საინტერესო იქნება შენი აზრი :)
მე არ მოგილოცავ. იცი რატომაც :)
ReplyDeleteეგ კი არა ერთ-ორ მკვახესაც გეტყოდი, მარა... ვერ გაგიმეტებ :)
ქეთი, გუდრიდერში არ ხარ? თუ არ ხარ მიდი. ზუსტად შენნაირი ხალხი უნდა იყოს იქ ბევრი.
ReplyDeleteკაი :)
ReplyDeleteარა, მანდ არ ვარ. ვნახავ აბა :)
წარმატებები, კარგი იდეაა :)
ReplyDeleteბაბისა, მადლობა :)
ReplyDeleteთუ დაემატები, მეც მითხარი :) ჩავხედავ ხოლმე შენს რიდინგლისტებს :)
ReplyDeleteდავემატე, მაგრამ თავი ისე ვიგრძენი, როგორც ბიბლიოთეკის უშველებელ საცავში :) უცებ ვერ გავერკვიე და გამოვედი. 20 სავალდებულო წიგნიც კი არ შემიფასებია, ნაცნობიც არ ვიცი, თუა ვინმე, ქართულიც ვერაფერი ვნახე. იმედია, დავბრუნდები :) Keti G
ReplyDeleteვინ ნაცნობს ეძებ? :)
ReplyDeleteფეისბუქ სერჩინგი აქვს, თვითერის და შენი მეილის ადრეს-ბუქითაც. და იპოვნოს ნაცნობებს. :)
ბევრია ძაან, უბრალოდ ზოგი ტყუილადაა თვითერისა არ იყოს, მაგრამ ზოგს ბლომად წიგნები აქვს შეფასებული და რეცენზიებიც უდევთ.
რავი - როდე იცი ალბათ ვირტუალურად მაინც. ის არის. და კიდევაა ბევრი.
უფრო ვირტუალურ ნაცნობებს, აი შენი დახმარებით როდეც ვიპოვე :) ნელ–ნელა გავშინაურდები ალბათ
ReplyDeleteFYI Gucci Flora იყიდება. შეგიძლია მიხვიდე და დატესტო :)
ReplyDeleteმართლა? ვნახავ ამ დღეეებში, მადლობა :)
ReplyDelete