დაახლოებით
ერთი–ორი თვის წინ სადღაც წავიკითხე, მოსწავლეთა სასახლის წინ სკამი
გაუტეხავთო. წიგნის დასატოვებლად რომ ავუყევი რუსთაველის გამზირს, ეს
ფოტოები მაშინ გადავიღე – უკვე თითქმის ყოველი მეორე სკამი უმოწყალოდ არის
დამსხვრეული. ამას ემატება რკინის მოგლეჯილი ღობეები. შეუძლებელია ასეთი
მასიური სკამი ან ღობე შემთხვევით გატყდეს. არ მიკვირს, რომ აგრესიული
ხალხი არსებობს, რომლებიც "დაბალ ღობეს" ეძებენ საკუთარი უუნარობის
თუ უიღბლობის გადასაბრალებლად, მაგრამ მიკვირს, კამერებით სავსე ქუჩებში რომ ვერცერთხელ დაფიქსირდა დამნაშავე.




Rogor minda rame pozitiuri davwero da ra? :-( am bolo periodshi sul negatiuri ambebi mesmis Saqartvelodan da guli mwydeba.
ReplyDeleteMsoflio gadairia da sazogadoeba daavadda agresiulobit, ar vici, vis an ras unda davabralo.
protestis, frustraciis gamoxatis ert erti saxea.
ReplyDeletechvenan magalitad manqanebs cvaven, garajebshi ukideben cecxlsa, tan mxolod im raionebshi sadac chamosulebi mchidrod arian dasaxlebulni.
@ სოფი, ამ ნეგატიურობის გამო ვფიქრობდი, დამედო თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ასეთ შემთხვევებზეც ითქვას რამე. ჰო, სამწუხაროდ ბევრი აგრესიაა გარშემო :(
ReplyDelete@ ტომა, არ მეგონა, თუ ასეთები ხდებოდა. ჩვენთან, საბედნიეროდ, მანქანებს არ ანადგურებენ, უფრო შეიძლება რამე მოპარონ – თუ მოხსნას მოახერხებენ.
როდის დადგება დრო, როდესაც ჩვენს ზღურბლს იქით მყოფ სამყაროს გავუფრთხილდებით?
ReplyDeleteროგორი დამოკიდებულებაც აქვთ გარემოს მიმართ, ისეთივე აქვთ შინაგანად, პრობლემა, რომელიც ყველა სფეროში ერთნაირად აღწევს...
ევროპაში როცა ხდება მსგავსი რაღაცები, რაც ტომამ აღნიშნა, უფრო პოლიტიკური მიზეზების გამო.
ReplyDeleteსაფრანგეთში პოლიციამ ესროლა ერთ მუსულმან ბიჭს და იმის მერე დაიწყო მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებები და ა.შ. საქართველოში კიდევ რაც ხდება და შენს ფოტოზე ჩანს, ეგ უფრო ადამიანების უცოდინარი და ბოღმიანი აგრესიის ბრალია, როცა აღარ იციან, ვინ დაადანაშაულონ, ამ დროს თავად ერთ ნაბიჯსაც არ დგამენ რამე სასიკეთო გააკეთონ ქვეყნისა თუ საკუთარი თავისთვის, რაც ერთი და იგივეა, რაღაც მომენტში, არა?
@ ბექა, ხანდახან ისე უიმედოდ ვარ, როცა ამაზე ვფიქრობ – როდის
ReplyDelete@ სოფი, ჰო, თავიანთი უუნარობის და სიზარმაცის, უბრალოდ ნების არქონის გამო იჩენენ ამ აგრესიას. ჩვენთან ხომ სულ სხვისგან ელიან ცხოვრების გამოსწორებას.
ჩვენთან როგორც და რატომაც ხდება, ეგ არ ხდება ნორმალურს მიახლოებულ ქვეყანაში. სოფის 100 პროცენტით მართალია. პროტესტი და ამბები როცაა ეგ სხვაა. არც ეგაა კაი, მაგრამ პრინციპულად სხვა ამბავია.
ReplyDeleteსტამბოლზე რაც დავწერე პოსტში არ გავიმეორებ. იქაურ ქუჩებზე და ავტობუსის სკამებზე.
ჰო, კაი ამბავი მაქვს თქვენტვის: ფიდლი ჭედავს ბლოგსფოთზე, როგორც კი კომენტარის დატოვებას ცდილობ :)) ბრაუზერზე გადასვლა მომიწია კომენტარისთვის.
ReplyDeleteტაბლეტიდან ვგულისხმობ :)
ლორდ,
ReplyDeleteჰო, ასეა:/
რა დაემართა?.. ცუდია, რომ გაგაწვალა, თუმცა რაც არის, ეს არის ჩვენი ბლოგსპოთი:)
sofi, me kidev mainc mgonia rom esec protestis ert erti nishania. protesti mxolod politikuri araa, is sheidleba ikos socialuric da kidev uamravi sxva saxis.
ReplyDelete