Monday, November 23, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ჰენრი დე ტულუზ–ლოტრეკის ნამუშევრებიდან რამდენიმე მომწონს, მათ შორის –"არტილერისტი ამხედრებისას", რომელსაც დღეს გამოვფენ.
ტულუზ–ლოტრეკი საფრანგეთში, 1864 წელს დაიბადა. ფიზიკური ნაკლის გამო მძიმე ცხოვრება ჰქონდა; თავის გამოვლენა ხელოვნებაში შეძლო და ერთ–ერთ მნიშვნელოვან პოსტ–იმპრესიონისტ მხატვრად იქცა. ლოტრეკის ნახატებში ძირითადად პარიზის ბოჰემაა ასახული, რომლის შუაგულშიც ტრიალებდა..

23-29 ნოემბერი.

4 comments:

  1. დილით საწოლიდან ადგომის შემდეგ რომ მეძინება ხოლმე... აი ეგრე გამოიყურება კავალერისტი. :) ასეთი ასოციაცია გამიჩნდა. :)

    ReplyDelete
  2. :))
    ჰო, მთლად სხარტად ვერ გამოიყურება :)

    ReplyDelete
  3. ai, kidev erti mshvenieri posti gamecno is mxatvari romelzec arc ki msmenia.

    xoda davguglo axla misi biografia aba Ö

    ReplyDelete
  4. მადლობა, ტომუშკა :)
    ძირითადად ამ ნიშნით შევარჩიე – არასდროს გამომიფენია, თან მისი ბიოგრაფიაც საინტერესოდ მეჩვენა..

    სხვათა შორის, რამდენიმე ნახატი აქვს , რომლებზეც მხედრებს გამოსახავს, ძირითადად რბოლის, ან ცხენზე შეჯდომის დროს. მას ამის გაკეთება ფიზიკურად არ შეეძლო და მგონია, საკუთარ ოცნებას თუ სურვილს ხატავდა.

    ReplyDelete