ლეონარდო და ვინჩი მხოლოდ ერთხელ გამოვფინე – პოსტში, რომელიც ლუის ბუნუელის ფილმის გამო დავწერე.
დღეისთვის მისი "ქალის თავი" შევარჩიე: სიმშვიდე მოდის ამ პორტრეტიდან.. ალბათ, სევდაც. და ვინჩის ქალებს თვალები ხშირად აქვთ დახრილი და თითქმის ყოველთვის გადამდები სიმშვიდის მატარებლები არიან. არ ვიცი, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემეული აღქმაა.
კიდევ ერთი ასოციაციაც – სალვადორ დალის ნახატთან, რომელიც უკვე გამოვფინე.
22-28 მარტი.
და ვინჩი ძალიან მიყვარს ^^
ReplyDeleteხოდა სალვადორ დალიზე ასმაგათ მაფანატებს ^^
სალვადორ დალი მეც გამორჩეულად მომწონს :)
ReplyDeleteმე ეს სურათი პირველად "Ever after"-ში ვნახე :)) სადაც დრიუ ბერიმორის სახეა ამ თავში. აი, ჰოლივუდიც ანათლებს ადამიანებს.
ReplyDeleteHave a good week!
საინტერესოა, არ მინახავს ფილმი...
ReplyDeleteშენც კარგ კვირას გისურვებ, სოფი! :)
მე ამ სურათში გარდა სიმშვიდისა მორჩილება დავინახე. დაბლა დახრილი თვალების სახით. ანუ თითქოს ვიღაცას ემორჩილება უნდა ეს თუ არა.
ReplyDeleteქეთ, საინტერესოა. იქნებ ღვთისმორჩილება, არ ვიცი...
ReplyDelete<3
ReplyDeleteშეიძლება...
ReplyDeleteარვიცი.