მედლინ პეირუს სიმღერა მგონი კვირის საუნდტრეკად მექცა, ჰოდა, მოწოდებას სიმღერიდან საგამოფენო კედელზე ვიზუალურადაც წარმოვადგენ – მარკ შაგალის "ცეკვას" გთავაზობთ.
ადრე, ერთ-ერთ ნახატზე ვწერდი – სულ მგონია, შაგალი ღიღინით ხატავდა-მეთქი. მასთან ბევრი ბგერაა. ამ კონკრეტულ ნახატში მზეც ბევრია...
მზიან კვირას გისურვებთ! :)
12-18 აპრილი.
როგორ მიყვარს ეს სიმღერა და შაგალის ნახატები. მგონი, შენმა ბლოგმა შემაყვარა შაგალი, ხო ადრეც ხშირად დებდი მის ნახატებს თუ მეშლება?
ReplyDeleteსოფი, კი, შაგალი ერთ-ერთია ყველაზე ხშირად გამოფენილებიდან :)
ReplyDelete:*