Monday, September 20, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ ნახატის გამოფენა რთველის დაწყებიდან მინდა. ყოველთვის მიყვარდა რთველი. რთველამდე კი, ვაზი მიყვარს – მცენარე, რაც ალბათ მამას დამსახურებაა. ვაზს განსაკუთრებით უვლიდა, ეზოში, თუ სადმე ადგილი გვქონდა, ხეივანი გამართა. მაჩვენებდა – აი, ახალი ჯიში, აი, როგორ იხარა..
ვატყობ, ნოსტალგიური ვხდები და ბევრს არ გავაგრძელებ. უბრალოდ, ვან გოგის მწვანე ვენახებს გამოვფენ...

20-26 სექტემბერი.

8 comments:

  1. lamazia es mwvane venaxebi
    mara am naxatis lurji zeca kide ufro lamazi a :)

    ReplyDelete
  2. ჰო, ცა საოცრად ლამაზია :)

    ReplyDelete
  3. ჩემი თქმა რად უნდა ვანგოგი, გენიალურია..:)

    ReplyDelete
  4. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ქართული შემოდგომა ასე ძალიან მომენატრებოდა, განსაკუთრებით რთველი და ყურძენი.
    ვერც ვან გოგი და საერთოდ, ვერავინ აღწერს იმ სილამაზეს, რაც მე ახლა მიდგას "თვალწინ", გონებაში ;)

    ReplyDelete
  5. სოფი :* ვცდილობ, წარმოვიდგინო შენი განცდები.. მანდ ჩვენებური თბილი და ფერადი შემოდგომა ალბათ არ არის, უკვე აცივდებოდა..

    ReplyDelete
  6. ბორჯომში ჰქონდა პაპაჩემს სახლის უკან ვაზით გადახურული ბაღი. გადმომედო ნოსტალგია :))

    ReplyDelete
  7. * გიო <3

    * ნინა, ჩვენც ვაზით გადახურული ბაღი გვაქვს :)

    ReplyDelete