Saturday, January 3, 2015

* * *

სექტემბრის შემდეგ არ დამიწერია – ახლა დავხედე ბოლო პოსტის თარიღს. შემოსვლითაც იშვიათად შემოვდიოდი ამ ბლოგზე. ფაქტი სახეზეა – ინტერესი დავკარგე და სურვილი – ვწერო საკუთარ თავზე. თუ რამის თქმა მინდა, სტატუსებით შემოვიფარგლები, ბლოგებიდან კი მხოლოდ "გზაში წაკითხულ წიგნებს" ვაახლებ. აი, ასეთია ჩემი ბლოგერული რეალობა 2015 წლის 3 იანვრისათვის.

ცხადია, ბლოგის ერთგულად შემორჩენილ მკითხველებს გილოცავთ ახალ წელს, წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეთ და, რაც მთავარია, ჯანმრთელები იყავით :)


10 comments:

  1. ხან ასე იქნება, ხან ისე! :)
    კარგია მრავალფეროვნება და არჩევანი.
    აქაც გილოცავ და მრავალ სიახლეს გისურვებ! :)

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა, თიკო, ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ შენ და ლაშას! :)

    ReplyDelete
  3. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ ქეთი!
    სულ არ მიატოვო რა აქაურობა...

    ReplyDelete
  4. დიდი მადლობა, როდე, შენც ასევე! :) ვეცდები

    ReplyDelete
  5. ბედნიერ და წარმატებულ წელიწადს გისურვებ, ცოტა დაგვიანებით. ჯანმრთელი და გახარებული იყავი!!!

    მესმის შენი, რომ ვეღარ წერ აქ, მეც ამ ბოლო პერიოდებში, არც ვიცი, რა დავწერო და ნელ-ნელა ვშორდები, მგონი, ბლოგინგს და უცნაურია, მაგრამ აღარ მადარდებს :-)

    ცხოვრება იცვლება, წინ მიდის და ალბათ ბლოგის ერა გადავლახეთ. ცუდი არ უნდა იყოს :დ

    ReplyDelete
  6. დიდი მადლობა, სოფი, შენც ასევე, ბედნიერი წელი გქონოდეს შენს საყვარელ ოჯახთან ერთად!

    უფრო პირადი ბლოგის ერა, ალბათ :) თემატურ ბლოგს ვუთმობ ყურადღებას და ვფიქრობ, კარგად ხანს დავრჩები მისი ერთგული. ისე კი, ამ ერის გადალახვა ცუდი არც მე მგონია:)) აი, შენი ბლოგი ერთგვარად თემატური გახდა და ჩემი აზრით, სწორედ ამის გამოა, რომ წინ მიიწევს...


    ReplyDelete
  7. პოსტის ზომიდან გამომდინარე, აქაც სტატუსებია ფაქტიურად :)

    ისე, შენი ბლოგი ერთადერთია ვორდპრესს გარეთ, რომელიც რიდერში მაქვს. თუ წერა გეზარება დახურე და ვორდპრესზე გახსენი მერე. :)

    ReplyDelete
  8. გადაგვარებული ბლოგერი ვარ :)

    ალბათ არასდროს დავხურავ, მენანება :) თუ რამე, აქვე მივაწერ ხოლმე

    ReplyDelete
  9. me ikita blogze mogiloce ukve :)
    mivxvdi rom ikitas anaxlebd ufro shirad vidre amas :)

    ReplyDelete
  10. ჰო, ასეა :) დიდი მადლობა :*

    ReplyDelete