სექტემბრის შემდეგ არ დამიწერია – ახლა დავხედე ბოლო პოსტის თარიღს. შემოსვლითაც იშვიათად შემოვდიოდი ამ ბლოგზე. ფაქტი სახეზეა – ინტერესი დავკარგე და სურვილი – ვწერო საკუთარ თავზე. თუ რამის თქმა მინდა, სტატუსებით შემოვიფარგლები, ბლოგებიდან კი მხოლოდ "გზაში წაკითხულ წიგნებს" ვაახლებ. აი, ასეთია ჩემი ბლოგერული რეალობა 2015 წლის 3 იანვრისათვის.
ცხადია, ბლოგის ერთგულად შემორჩენილ მკითხველებს გილოცავთ ახალ წელს, წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეთ და, რაც მთავარია, ჯანმრთელები იყავით :)
ხან ასე იქნება, ხან ისე! :)
ReplyDeleteკარგია მრავალფეროვნება და არჩევანი.
აქაც გილოცავ და მრავალ სიახლეს გისურვებ! :)
დიდი მადლობა, თიკო, ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ შენ და ლაშას! :)
ReplyDeleteჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ ქეთი!
ReplyDeleteსულ არ მიატოვო რა აქაურობა...
დიდი მადლობა, როდე, შენც ასევე! :) ვეცდები
ReplyDeleteბედნიერ და წარმატებულ წელიწადს გისურვებ, ცოტა დაგვიანებით. ჯანმრთელი და გახარებული იყავი!!!
ReplyDeleteმესმის შენი, რომ ვეღარ წერ აქ, მეც ამ ბოლო პერიოდებში, არც ვიცი, რა დავწერო და ნელ-ნელა ვშორდები, მგონი, ბლოგინგს და უცნაურია, მაგრამ აღარ მადარდებს :-)
ცხოვრება იცვლება, წინ მიდის და ალბათ ბლოგის ერა გადავლახეთ. ცუდი არ უნდა იყოს :დ
დიდი მადლობა, სოფი, შენც ასევე, ბედნიერი წელი გქონოდეს შენს საყვარელ ოჯახთან ერთად!
ReplyDeleteუფრო პირადი ბლოგის ერა, ალბათ :) თემატურ ბლოგს ვუთმობ ყურადღებას და ვფიქრობ, კარგად ხანს დავრჩები მისი ერთგული. ისე კი, ამ ერის გადალახვა ცუდი არც მე მგონია:)) აი, შენი ბლოგი ერთგვარად თემატური გახდა და ჩემი აზრით, სწორედ ამის გამოა, რომ წინ მიიწევს...
პოსტის ზომიდან გამომდინარე, აქაც სტატუსებია ფაქტიურად :)
ReplyDeleteისე, შენი ბლოგი ერთადერთია ვორდპრესს გარეთ, რომელიც რიდერში მაქვს. თუ წერა გეზარება დახურე და ვორდპრესზე გახსენი მერე. :)
გადაგვარებული ბლოგერი ვარ :)
ReplyDeleteალბათ არასდროს დავხურავ, მენანება :) თუ რამე, აქვე მივაწერ ხოლმე
me ikita blogze mogiloce ukve :)
ReplyDeletemivxvdi rom ikitas anaxlebd ufro shirad vidre amas :)
ჰო, ასეა :) დიდი მადლობა :*
ReplyDelete