Friday, October 16, 2009

10 წესი ავტორებისთვის

რამდენიმე დღის მანძილზე ძალიან საინტერესო წერილის თარგმნის პროცესისთვის თვალის მიდევნების საშუალება მომეცა. ვკითხულობდი და ვამბობდი (უფრო მეტს კი ვფიქრობდი): რა სერიოზულად ეკიდებიან საქმეს უცხოეთში და რა კარგია, რომ მალე ამის წაკითხვა ქართულადაც შესაძლებელი იქნება...
მე არ ვიცი, საქართველოში როდის გაჩნდება მსგავსი დამოკიდებულება გამომცემელსა და ავტორს შორის, საქმის მიმართ. ამ წერილში სწორედ ის წერია, რასაც დიდი ხანია, ვფიქრობ: ავტორს მოეთხოვება (და არა – სასურველია), იყოს მენეჯერიც! და ამას მომავალში ჩვენშიც ვერცერთი ავტორი გაექცევა. მხოლოდ შინ, საწერ მაგიდასთან ჯდომით წინსვლა შეუძლებელია. თარგმანში კიდევ უამრავი ნიუანსია, რომელსაც ვეთანხმები, მათზე სასაუბროდ ათივე წესის ციტირება დამჭირდება, ამიტომ პირდაპირ ბმულს მივუთითებ, რომელიც, ჩემი აზრით, ნებისმიერი ავტორისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) იქნება საინტერესო:


ცოტა რამ თარგმანზეც: წინათქმაში მთარგმნელი ამბობს, რომ ეს მისი ყველაზე თავისუფალი თარგმანია, დავამატებდი: ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხიც და რაც მთავარია, გამოსადეგი! მთარგმნელის არჩევანს ძალიან ვაფასებ, თუმცა არ გამკვირვებია – ეს სფერო მისთვის ხომ კარგად ნაცნობია...

3 comments:

Lalena said...

ისა, ბმული ვერ ვიპოვე... შემრცხვა, გავწითლდი და თავიც დავხარე :(

Keti said...

ლალენა :) რას ჰქვია, თავი დახარე :)
პატარა ისარსაც დავუმატებ, რატომღაც ფერი არ ეცვლება, არადა ჩართული მაქვს ეგ ფუნქცია...

Lalena said...

ა უი :)))) გაიხარე :))))))