საჯარო ბიბლიოთეკა ძმებ ანტანას და მოთეუს მიშკინისების სახელს ატარებს – მათ შესახებ ქვემოთ გიამბობთ.შენობა აშენებულია ისე, რომ ქუჩიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ სამუშაო პროცესს. როგორც გვითხრეს, ეს გადაწყვეტილება ბიბლიოთეკის პოპულარიზაციისთვის მიიღეს. მკითხველების დაშვება ფონდთან თავისუფალია, აქვთ სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საჯარო ბიბლიოთეკა ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია.
![]() |
| ბიბლიოთეკის დირექტორი ვიდა გარუნკსტიტე |
![]() |
ძალიან ლამაზ დასახლებაშია ჩადგმული მათი მოკრძალებული, ყვითელი სახლი. მოვიხიბლე როგორც ბუნებით, ისე სახლის ინტერიერით. მანამდე სულ მაინტერესებდა, როგორ იყო მოწყობილი ეს ტრადიციული სახლები. განსაკუთრებით მომეწონა სასტუმრო ოთახის ღუმელი, რომელიც ვერ გადავიღე ხალხმრავლობის გამო – საღამოს შემდეგ ამ სახლში გვიმასპინძლა უტენას მერმა:
![]() |
| სახლის მოკრძალებული, თუმცა მყუდრო ინტერიერი |
სხვა რა შემიძლია ვთქვა... უამრავი წვრილმანია, რაც დარჩა ჩემს მოგონებებში: კადრები, რომლებიც გადავიღე და აქ არ დავდე; კადრები, რომლებიც მხოლოდ მზერამ აღიქვა და დაიმახსოვრა; გამოყოლილი ფერები, ხმები, სუნები, გემოები, კონკრეტული ადამიანების ამბები... ისე, ერთი პოსტი შეიძლება ამ თემასაც მივუძღვნა. იმედია, დიდხანს აღარ გადავდებ :)





















