Wednesday, November 4, 2009

რომელისტი?

ბოლო დროს ბლოგებზე (და არა მხოლოდ) ხშირად მხვდება ჩანაწერები რელიგიურ თემაზე, მათი ავტორების ათეისტობის ან აგნოსტიკოსობის დაფიქსირებით, რაც ერთგვარი სიამაყითაც ხდება, რადგან ამ ჩანაწერების პათოსის მიხედვით არამოწმუნე ადამიანი მორწმუნესგან განსხვავებით განვითარების მაღალ საფეხურზე დგას. იგივე დამოკიდებულებას ხშირად არავირტუალურ გარემოშიც ვამჩნევ.
მე არ დავიწყებ რაიმეს მტკიცებას, უბრალოდ რამდენიმე ტენდენცია და კითხვა მინდა, ჩამოვწერო, უფრო მიზეზებზე დაფიქრების მიზნით:
გასული საუკუნის 90-იანი წლების დადგომისთანავე რელიგიურობის ერთგვარ მასობრივ მოდად ქცევას ახლა მოდად ქცეული არარელიგიურობა ენაცვლება. ეკლესიაში შედინების და მისგან გაქცევის "ორგანიზატორი" ძირითადად შვილების თაობაა. მშობლების თაობა, რომლის უდიდესი ნაწილი საბჭოთა პერიოდში რელიგიის გარეშე ცხოვრობდა, შვილების მიერ გაიკიცხა; ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მათ შვილები უთითებდნენ, "წითელ" წარსულს საყვედურობდნენ. მშობლები მოექცნენ. უმეტესად.
დღეს ის თაობა, რომელიც ეკლესიისკენ მიილტვოდა, უკვე საშუალო თაობაა – თვითონ არიან მშობლები. მათი თინეიჯერი და ეს–ესაა თინეიჯერობიდან გამოსული შვილები კი ეკლესიას ტოვებენ.
რა შეიცვალა ამ 20 წელიწადში? აი, ამაზე ვფიქრობ.
რა მოლოდინი ჰქონდათ ღმერთისკენ მიბრუნებულებს? რა შესთავაზა მათ ეკლესიამ? როგორ იწამეს ღმერთი? და საერთოდ, როგორია (როგორც "ხილული შედეგი") მართლმადიდებლობა საქართველოს საზღვრებში. დიახ, საქართველოს საზღვრებში – შეზავებული ტრადიციებთან, ცრუმორწმუნეობასთან, სახელმწიფოებრივ იდეოლოგიასა თუ მოთხოვნებთან და ვინ იცის, კიდევ რასთან.
და დღეს მივიღეთ თაობა, რომელიც მშობლებს სიბეცეს საყვედურობს.
მიაჩნია, რომ რელიგია ჩარჩოა.
რომ ვერ განვითარდები, თუ გწამს.
მაგრამ:
* რატომ ხდება, რომ ჩარჩოდ რაიმეს მომნათვლელები ხშირად მოდური აზრის ჩარჩოში ექცევიან?
* რომ ხშირად ის, ვინც თავს ათეისტს უწოდებს, ათეიზმსა და აგნოსტიციზმს ერთმანეთისგან ვერ არჩევს? და არც სხვადასხვა რელიგიის შესახებ ფლობს თუნდაც ზოგად ინფორმაციას?
* რატომ თამაშობენ რელიგიურს და არარელიგიურს იმის მიხედვით, თუ რომელ სოციალურ წრეში მოხვდებიან?

და ბოლოს, მე ასე ვიტყოდი (თუნდაც თავთან მოსაუბრე):

რელიგია ჩარჩოა, როცა ქმნი.
და რელიგია თავისუფლებაა, როცა ქმნი.
გააჩნია ხედვის რაკურსს.

გამოაღე ჩარჩო.
გაიხედე მასში.

12 comments:

Sophie שרה Golden said...

კარგი იყო ძალიან, ქეთი. შენებური, არატენდენციური.
მგონია, რომ ადამიანები რელიგიისგან ელოდებიან უსაფრთხოებას, უზრუნველობას, თითქოს ყველაფერი თავისით მოვა... [ამ დროს, რელიგია ბევრად უფრო ძნელია, მეტი ვალდებულება გაქვს და არა მხოლოდ ის ზედაპირული კანონები, რასაც რელიგიური ადამიანი ასრულებს. პირველ რიგში საკუთარი პიროვნების შეცვლა და გაუმჯობესება.] შეიძლება ერთერთი მიზეზი ესეც იყოს, რომ ახლა მოდაში ათეისტ-აგნოსტიკობაა, ზუსტად ვერ ვიტყვი.
ისევ ადამიანების ასარჩევია, ბოლო-ბოლო რობოტებად არ შევუქმნივართ ღმერთს.

Unknown said...

ძაან მომეწონა ქეთი შენი ჩანაწერი. საინტერესო თემაცაა და მშვენიერი კუთხიდან დანახული :)
http://khatia.blogspot.com/2009/11/blog-post_05.html

Keti said...

* სოფი, გეთანხმები, ადამიანები არჩევანში თავისუფლები ვართ, მთავარია ჩვენი ნებისმიერი არჩევანი გაცნობიერებული გვქონდეს. მიმბაძველობა და ზედაპირულობა, მით უმეტეს, რწმენის საკითხებში, ჩემთვის მიუღებელია.
გმადლობ! :)

* ხატია, დიდი მადლობა ასეთი გამოხმაურებისთვის! ძალიან საინტერესო პოსტია! მგონია, ამ კუთხით მსჯელობა უფრო შედეგის მომტანი იქნება საზოგადოებისთვის.. ჩემი აზრი შედარებით ვრცლად კომენტარშიც დავწერე :)

ket_eva_n said...

ეს ტენდენცია მეც შევამჩნიე და ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობრები.ზოგადად ბანაკებად დაყოფა საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია; მითუმეტეს როცა საქმე რელიგიას ეხება.საშინლად მაღიზიანებს ეს მოდური ათეიზმი..
საერთოდ, რომ რელიგია იმდენად პირადული თემაა, რომ მე პირადად ვერ ვიტან ამაზე საჯარო საუბარს.. არავის საქმე არ არის კვირაში რამდენჯერ ვინახავ მარხვას და აღსარებას როდის ვაბარებ.. არ შეიძლება ამითი ქულების დაწერა..

Keti said...

ქეთი, მართლაც უსიამოვნოა, როცა ქულებს იწერენ..

Lalena said...

ვიღაცას მოდად იმის თქმა მიაჩნია, რომ მარხვას ინახავს და ამა თუ იმ პროდუქტს ვერ მიიღებს, სხვას მღვდლის ლანძღვა. ფაქტი ერთია: საქართველოში ქართველის მოსაწონი კაცი არ დაბადებულა, არც ისეთი დაბადებულა შიგნით, რომ ჩაიხედოს, თავის თავში და ხმალამოღებული კრიტიკა ჯერ თავზე გადაიტაროს...
თავისუფალი ნებაო...

nastasia said...

au,qer,amase sul minda davcero da axla ragac ise agr mina,imito rom idealurad dacerili postia :)
me egeti simshvidit ashkarad ar gamomividoda :(

arada,ise amgisianeb ukve es yvelaeri,ro minda xolme davdge da orive yuri amoviqolo daagaraferi gavigono :(

rato ar unda am xalxs ro modase,ekonomikase an turizmse ilaparakon da ara religiase?

da xo unda arsebobdes ragac,rasec ar iqilkeb. . .

სალომე აჩბა said...

ქეთ, დზალიან კარგად გაქვს საკიტხი დანახული.. დზალიან მომეცონა.

აბსოლუტურად ვეტანხმეი სჰენს პოსტს. ცჰემტანაც დავცერე, ორივე მხარეს არის სიბეცე, სიბრმავე და გაუნატლებლობა.

არაცნობიერი ატეიზმიც ცჰარცჰოადა არაცნობიერი რცმენაც.

როცა რაგაცას არაცნობიერად ეანხმები ან არ ეტანხმები, უარყოფ ან ირცმუნებ, ტავისტავად ცხადია, მანქურტს ემსგავსები, მანქურტს, რომელსაც ზომბირებული ტვინი აქვს.

რწმენა ტავისუფლებაა , ცემი აზრით, რადგან ის ჩეშმარიტების შეცნობას გულისხმობს.

"შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლეს"- გენიალური სიტყვებია, სახარებიდან.

არ უნდა გწამდეს იმიტომ, რომ რწმენა ოჯახური ტრადიციაა, ასეტი რწმენა ვერასოდეს გაგათავისუფებს. ან , არ უნდა იყო ატეისტი , იმიტომ რომ ატეიზმი მოდასჰია, რადგან თავისფლების ძიებაში მყოფი,(თუ ხარ ) უფრო დიდ ჩარჩოში გამოეკვეხები.

საერთოდაც რა ჯანდაბა ხდება ჩვენ ქვეყანაში ... "გახსენით დარაბები, გახსენით-მეთქი, ბნლელა"...

პ.ს. ათავისუფლეთ მონები! ორივე მხარეს !

Keti said...

ლალენა,
ნასტასია,
სალომე,

დიდი მადლობა!

Toma said...

"რელიგია ჩარჩოა, როცა ქმნი.
და რელიგია თავისუფლებაა, როცა ქმნი.
გააჩნია ხედვის რაკურსს."

sruliad getanxmebi.

Unknown said...

xandaxan vfiqrob gmerti albat idayvdayrdnobili zis da egimeba metqi :)

ras vfafxurobt ras vebrdzvit risken miviltvit tvitonac ar vicit ar ician.

uchesmaritesi posti iyo :)

Keti said...

გმადლობთ! :)

ეს მეც მიფიქრია, გაღიმებაზე :)