Thursday, November 26, 2009

აკინძვამდე

დღის ტემპი – როგორც სტამბის ამუშავებული დანადგარებისა!
"მერიდიანის" ყოველდღიური ტემპი – ალბათ ისეთი, როგორიც ჩემთვის ამ დღის იყო..
ახლა შემიძლია ვთქვა, წიგნის ყველა "კომპონენტი" მზად არის. ცოტა ხნის წინ მთელი ტირაჟის ნახვაზე ვწერდი და არ დავაკონკრეტე – ტექსტს ვგულისხმობდი. დღეს კრებულის გასაფორმებელი ფოტოები ამოვბეჭდეთ და ამ საღამოს გარეკანიც ვნახე! ძალიან კმაყოფილი ვარ.. ამ კვირაში წიგნი საბოლოო სახეს მიიღებს. მე კი, ისევ თავიდან – მომდევნო კვირის გასვლას გამძაფრებული მოლოდინით დავუცდი..

უცნაური ემოცია მაქვს: მგონი წიგნში შესულ ლექსებს მთლად გავუუცხოვდი, დამოუკიდებლები გახდნენ. აი, ახლა ვფურცლავ სასიგნალო ეგზემპლარს და ამას უფრო მეტად ვგრძნობ. სამაგიეროდ სხვა ინტერესი მემატება – ვინ წაიკითხავს კრებულს და როგორ აღიქვამს (ოღონდ მკითხველებს არ ვაკლასიფიცირებ. უბრალოდ, მგონია, მთლად უცნობებიც კი კარგი ნაცნობები გახდებიან, ცალმხრივი ნაცნობები. მახსოვს, ერთხელ ვთქვი, ყველა ლექსში ვარ გაბნეული-მეთქი. ჰოდა, ცალმხრივობის მიღმა გადახედვა მინდა). იქნებ სხვა დროს უკეთ ავხსნა..
მოლოდინზე ლექსშიც ვწერდი. თუმცა, მას მერე ერთი ემოცია უამრავად იქცა. თუნდაც იმად, რაც ზემოთ ვთქვი...
წარდგინების სავარაუდო თარიღი კი 9 დეკემბერია. უფრო ზუსტად მოგვიანებით დავწერ :)

9 comments:

Anonymous said...

gafrinda yvela?

Keti said...

ბუდიდან :)

ჯორჯ პაიკი said...

მე მეგონა რომ წიგნი უკვე დაბეჭდილი იყო. როგორც ჩანს ნოემბერში მაინც ვერ მოესწრო. 9 მალე მოვა :)

Keti said...

ჯორჯ, ნოემბერში მოესწრება – ამ კვირის ბოლომდე მზად იქნება.. 9 კი მართლა მალე მოვა :)

Sophie שרה Golden said...

ზუსტად ალბათ ვერ ვიტყვი, წარმომიდგენია, რას გრძნობ-მეთქი... მაგრამ მაინც წარმომიდგენია, რამხელა სიხარული და სიამოვნებაა, როცა შენი წიგნი იბეჭდება; და მე ვიცი, როგორ უყვართ ავტორებს თავიანთი ნამუშევრები.
წარმატებები, ქეთი!!! Can't wait to get your book.

Toma said...

რატომრაც მეგონა რომ წიგნი უკვე დაბეჭდილი იყო :)

ქეთი, ისე წარმოიდგინე რა მაგარია ტანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენ რომ Gutenberg-ამდე პერიოდში ვყოფილიყავით როგორ წარმოგიდგენია წიგნად შემდგარიყო ქალის მიერ დაწერილი საკუთარი ლექსების კრებული :)

Keti said...

* სოფი, მსგავსი შეგრძნებები მაქვს, როგორც აღწერე :)
დიდი მადლობა! :*

* ტომუშკა, გუტენბერგამდე არ ვიცი, იქნებ ინკვიზიცია არ ამცდენოდა :)
თუმცა, ამას წინათ უძველესი დროის ქართველ პოეტ ქალებზე ვკითხულობდი, მათზე ცნობები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან გვაქვს. საკმაოდ ცნობილები და დაფასებულები იყვნენ..

Toma said...

ასეთ პოეტ ქალებზე არ მსმენია, კარგი იქნებოდი თუ დაწერდი პატარა პოსტს და გაგავაცნობდი :)

Keti said...

კარგი, მაშინ შევეცდები, მომდევნო კვირისთვის დავწერო :)