Monday, November 2, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის კედელზე ედგარ დეგას ნამუშევრებიდან ჩემთვის საყვარელს – მის ლა ლას გამოვფენ, ფერნანდოს ცირკიდან.

1879 წელს, პარიზში გამართული მეოთხე სურეალისტური გამოფენის კატალოგში შეტანისას ამ ტილოს სახელწოდებაში გოგონას სახელი ლოლად დაფიქსირდა.

მისი ისტორია კი ასეთია: გადმოცემის მიხედვით, შავკანიანი ან მულატი გოგონა, რომელსაც ლელა ან ლა ლა უნდა რქმეოდა, ცირკის ცნობილი მსახიობი იყო – მონმარტრის ცირკში გამოდიოდა, რომელსაც მოგვიანებით მედრანოს ამფითეატრი ეწოდა და არაერთი მხატვრისთვის ესკიზების შექმნის ადგილად იქცა.
დეგას სურათზე ლა ლას ნომერია ასახული – იგი ჭერიდან ჩამოშვებულ თოკზე კბილებით ჰკიდია.

2-8 ნოემბერი.

No comments: