Wednesday, September 2, 2009

სამთოსა და მომცროზე..

ლექსი "ჩვენ, ორი", რომლის გამოც ეს მინაწერი დაიწერა, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ავტორისგან ამ ემოციებზე საუბარი ალბათ უხერხულია, ამიტომ გავჩუმდები და სხვას ვიტყვი: (ეს) სიურპრიზები ჩემთვის, როგორც ფერადი ნათურები – როცა გულით (და გულისყურით)...

* * *

მარცვალ–მარცვალ

სიტყვა–სიტყვით

მივსდევ აზრს და წყდება ფიქრი...


კი არ მიდის

კი არ მიქრის...

თეთრ კედელთან დგას და

იცდის...

ორი...


ორი ბორბლით...

ერთი ”ცეპით”

გადაბმული ერთ საჭით

დგანან,,,

ერთად დგანან

ცალ–ცალკე და

მაინც ერთად...


თეთრ კედელზე ჩნდება ჩრდილი...

ჯერ არ ჩანდა

ჩავლილი და ჩამოვლილი

ეფინება მიწას თეთრი

ლოდინში...


ერთი ველო

პირველი და სამთო , მწვანე

ყოველ დილით

ფილტვებს უვსებ...

ველო წინ და კაცი უკან

მიდიან...

მხოლოდ ცისკენ...

ბრუნდები!!!


და მეორე

ცისფერია არის მომცრო

მხოლოდ ეზო...

ქუჩაც...


მოგონების დიდი ეზო...

და მომავლის ვიწრო ქუჩა

გელის!!!

ყოველ დილით...

გაკვეთილი – თავიდან!!!


არ წკარუნებს ველოს ზარი...

იკარგება სამთოს – ხმაში

ორი ველო მიდის ერთად...

გადაახტნენ უწყლო ორმოს

ფართოვდება ქუჩის ბოლო...

დგანან!!!


ჩამოქერცლილ თეთრ კედელთან

დგანან ორნი...

უყვართ!!!

2 comments:

Anonymous said...

რატომღაც შავ–თეთრი სურათების სლაიდშოუმ გამირბინა თვალწინ. უთქმელი სიტყვებით დაწერილი ლექსია. აი, ისეთი წვიმიან ამინდში რომ წაიკითხავ და ზაფხულში რატომღაც შავ–თეთრად გადაღებულ ფოტოებზე ფიქრს რომ დაიწყებ.

...მეტს არც მე ვიტყვი :).

Keti said...

ზურიუს, მადლობა იმისთვის, რაც თქვი... :)