Monday, September 7, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დღეს მოთხრობის გენიალური განხილვა მოვისმინე და ვატყობ, მასზე ამ საღამოსაც ბევრს ვიფიქრებ. კითხვებზე პასუხების გასაცემად, ბრეიგელის "ბრმებს" კიდევ ერთხელ, გულდასმით დავათვალიერებ, თუმცა გამოფენას მისით არ გავხსნი. დღევანდელ კედელზე სულ სხვა ნახატს გამოვფენ: რატომღაც, მარკ შაგალის ქალაქის თავზე მოფრიალე წყვილი გამახსენდა...
/ქარწაღებულნი/

პ. ს.
ერთი სიმდიდრეა გამჭრიახი გონება..


7-13 სექტემბერი.

8 comments:

Sophie Golden said...

რა კარგი ნახატია.
შეიძლება მეშლება, მაგრამ მგონი ეს ნახატი რომელიღაც წიგნის ყდაზე მაქვს ნანახი :( სახელსაც ვერ ვიხსენებ იმ წიგნის, უბრალოდ ერთ გიჟ გოგოზეა, რომელიც საგიჟეთიდან გამოიქცევა და კაფეში ერთ კაცს გაიცნობს. მერე გაფრინდება... უნდა გავიხსენო ეგ წიგნი...

ჯორჯ პაიკი said...

აშკარად უყვართ ერთმანეთი თორემ აბა სხვანაირად როგორ გაფრინდებოდნენ. ვიღაცას კი სახლის სხვენზე ასასვლელად კიბე სჭირდება. :)

Keti said...

* სოფი, საინტერესოა, რომელი წიგნის ყდაზე...


* ჯორჯ, მეც ასე მგონია :)

ბაბისა said...

da sanam mase afrindebian is naxatic momwons rogor, dabadebis dge qvia tu ragac egeti ar maxsovs zustad saxeli <3

Keti said...

ბაბისა, "დაბადების დღე" მეც მომწონს და უკვე გამოვფინე :)
აი, ამ ბმულზეა:
http://ketigzirishvili.blogspot.com/2009/05/blog-post_11.html

მომავალში შაგალის სხვა "მფრინავ" წყვილებსაც გამოვფენ :)

Khatia said...

ეს ნახატი სადღაც უკვე მქონდა ნანახი, შენთან? სადმე გადაცემაში? ძალიან თბილია და მეოცენებე ნახატი :)

Keti said...

ხატია, ჩემთან არა :)

Tomushka said...

რა უცნაური ნახატიაა. პირველად ვნახე შაგალის ეს ნამუშევარი