Saturday, September 26, 2009

კონდორი და სიურპრიზი


ჩემ ბავშვობაში, როცა თბილისურ სამზარეულოებს ე.წ. ხაზის რადიოები ამშვენებდა, რადიოს აქტიური მსმენელი ვიყავი. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მახსოვს ეს მელოდია – რომელიღაც გადაცემის "ქუდი". არ ვიცი, ამ დილას მისი მოსმენა რამ მომანდომა. თემა საკმაოდ ცნობილია: "El condor pasa" ("კონდორი მიფრინავს").
მთელი დილაა, არაერთ ვარიანტს ვუსმენ, თან ამ არაჩვეულებრივ ხალხს – ინკებს ვათვალიერებ (ამდენწლიან ოცნებასაც, რომ ოდესმე მათ სიახლოვეს მოვხვდე, ვიმძაფრებ :) ), თან კონდორის ირაოთი ვარ აღტაცებული.. ტყუილად არ ითვლება თავისუფლების სიმბოლოდ.
ეს მელოდია 1913 წელს დანიელ ალომია რობლესმა სპექტაკლისთვის დაწერა; მოგვიანებით მუსიკას კეჩუას ენაზე შექმნილი სიტყვებიც დაემატა; კიდევ უფრო მოგვიანებით საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პროცესიც მოჰყვა.. თუმცა, ეს ნაკლებად მაინტერესებს. კეჩუას ენაზე შესრულებული ვარიანტი ჯერ ვერ ვიპოვნე, სამაგიეროდ, სხვებს წარმოგიდგენთ:
>> ლოს ინკას, 1963;
>> პოლ საიმონი და არტურ გარფანკელი, 1970;
>> პლასიდო დომინგო.

და უცებ,

ანდებს სულ ხუთი წუთით გამორიდებულმა (ჩვევაში გადაზრდილი ინტერესით: აბა, ლიტერატურულ საიტებზე ახალი რა ხდება) სიურპრიზი აღმოვაჩინე. ასეთი მოულოდნელობები ისე მახარებს, აბა აქ როგორ არ დავწერო:
ბლოგის მკითხველებს ჩემს მომავალ წიგნზე დაწერილი ერთ–ერთი წერილი ეხსომებათ. შემდეგ იმასაც ვწერდი, რომ ის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კრებულში დაიბეჭდება. კრებული წლის ბოლოს გამოვა და მასზე კიდევ მოვყვები, მაგრამ ახლა ჩემი მონოლოგის ლიბ. გეზე მოხვედრა დღის სიურპრიზი იყო.
...
მგონია, ეს მელოდია რაღაცნაირად მოუხდა ჩემს სიურპრიზს, რომელიც ამ სახელობით დღეს მივიღე...
მადლობა :)

7 comments:

nastasia said...

kai musika,siurprizebi da tavisufleba ukve faqtobrivad idealuria :)

Anonymous said...

vaa rakargia :) gilocav :) tan egeti surprizi rogor gagaxarebda :))

Keti said...

ნასტასია, ბაბისა,
ასეა :) მადლობა :)

Sophie שרה Golden said...

ძალიან პატარა ვიყავი, როცა წიგნში ვნახე კონდორის სურათი და იმის მერე სულ მქონდა სურვილი ცოცხლად მენახა ეს ფრინველი. ლამაზია! რა კარგია ფრენა იცის :))

ALL THE BEST TO YOU!!!

Keti said...

სოფი, მეც ასე, პატარამ ვნახე და წავიკითხე, სულ პირველად მგონი "კაპიტან გრანტის შვილებში" :)))

შენც ასევე, ყველაფერი საუკეთესო!!

Anonymous said...

ჩემთვის კონდორი ფასკუნჯია, ცის კეთილი ურჩხული.
აი შენ კი, მასსავით თავისუფლად მფრენი მოაზროვნე.
გადავწყვიტე, ყოველი კომენტარის ბოლოს ვახსენო, რომ ულამაზესი ფონი გაქვს :)

Keti said...

ზურიუს :))
მიხარია, რომ მოგწონს.. დიდი მადლობა! :)