
დღეს პირველად ვიგრძენი, რომ შემოდგომა დადგა. შემოდგომიდან ზამთარში გადასვლა თითქოს უფრო ადვილია. აი, თბილი დღის შემდეგ სუსხში გაღვიძება – ცოტა არ იყოს, რთული.
ახლა საღამოებს ჩაის სურნელი აუვა, ფორთოხლის შემოსვლამდე დროც ნელ–ნელა შემცირდება. ფორთოხლებამდე ყურძენია ხეივნებზე და ბროწეულები – ბაღებში, ფოთლები კი – ჩამოსაცვენი. შემოდგომობით ბუნებაში ხეტიალი მინდება, მზიან დღეებსაც სხვა ხიბლი აქვთ – თითქმის გათავებული სასუსნავივით, ყველა ლუკმას რომ განსაკუთრებულ გემოს ატან.
ისეთ სევდიან სიმღერას ვუსმენ. სხვა თბილისში დამაბრუნა. მიყვარდა ეს მელოდია და წლებია, არ მომისმენია, მაგრამ არც დამვიწყებია. უამრავი მელოდიაა, რომელიც დროდადრო მეხსიერების ზედაპირზე ამოტივტივდება ხოლმე და ეს საკმარისია – არ ვეძებ ჩანაწერს, ხმას, სახელს, მიუხედავად იმისა, რომ დღე(ებ)ს მისი რიტმის ქვეშ ვატარებ.
ახლა კი ვუსმენ და ძალიან ხელშესახები გახადა თითქმის 20 წლის წინანდელი პერიოდი – როცა ის დაიწერა. მას შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა: აღარც რაღაცნაირი თავისუფლება დაგვრჩა – უცებშემოჭრილი, არც ურთიერთობები; ის ადამიანებიც, ვინც მაშინ – ნელ-ნელა აღარ...
როცა უკან იყურები, წინა გზას თავისთავად თვალს აცილებ.
ეს მუსიკაა. მხოლოდ მუსიკა, რომელიც დროდადრო ბრუნდება.
...
წელი მიილია.
10 comments:
როგორი ქართული შემოდგომის სუნი დამხვდა შენს ბლოგზე...
ჩემთან კიდევ ახლა დაიწყო წელი :) რაღაცნაირად მაშინებს წლის დაწყება, შენ? ანუ შენ არ გაშინებს, როცა წელი ილევა?
სოფი, დამთავრება და დასაწყისში ისეა ერთმანეთზე გადაბმული, მაგრამ ემოციები სხვადასხვა მოაქვს: ახალი წლის დადგომა სიახლის მოლოდინის გამო ნაკლებად მაშინებს ხოლმე :)
მაგრამ მანამდე – წლის ბოლოა. ეს უფრო დიდხანს გრძელდება, საფიქრად მეტი დრო გაქვს და მთელ განვლილ პერიოდს აფასებ.. რაღაც რომ აღარ დაბრუნდება, ვხვდები. განსაკუთრებით – დრო. სევდიანი პერიოდია.
პ.ს. ახლა წავიკითხე შენი პოსტი, სოფი. ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! :*
ქეთი არ გინდა ეს ნოველა სადმე ლიტ. კონკურსზე გაგზავნო?! ;)))
ემოციების ზღვაა ;)
როდრიგო, ლიტ. კონკურსებში მონაწილეობა არ მიყვარს, თან მხოლოდ ჩანაწერად აღვიქვამ და რა ვიცი :))
დიდი მადლობა! მართლაც ემოციებით სავსე ვიყავი, რომ ვწერდი :)
გემრიელი დღეებია ^_^
მეც შედარებით წყნარ მუსიკებს ვუსმენ და არც ისე ძალიან ვნერვიულობ იმაზე, რომ არც ვიცი რა მინდა :|
გიო, ეგ ყველაფერი გაივლის :) არ ინერვიულო.
ქეთი, იმედია :შ
კი, ასეც იქნება :)
მმმმმ, რა მაგარი საკითხავია.
განწყობების მოზღვავებული შეჯახებები... :)
დიდი მადლობა :)
Post a Comment