დღეს კიდევ ერთ ამერიკელ მხატვარს წარმოგიდგენთ: გრანტ ვუდი 1891 წელს დაიბადა. 1920-1928 წლებში ევროპაში მოგზაურობდა და იპრესიონიზმსა და პოსტიმპრესიონიზმს სწავლობდა. ის რეგიონალიზმის (მიმართულება, რომელიც ამერიკაში 1930 წელს გაჩნდა. რეგიონალისტები სოფლის ცხოვრებას ასახავდნენ) სამი საუკეთესო წარმომადგენელიდან ერთ–ერთია. ფერწერის გარდა, სხვადასხვა ტექნიკით მუშაობდა: ნამუშევრების შესაქმენლად იყენებდა ხეს, კერამიკას, მეტალს და სხვა მასალებს.
*
გრანტ ვუდმა "ამერიკული გოთიკა" 1930 წელს დახატა. ის არა მხოლოდ მხატვრის ყველაზე ცნობილ ნახატად, ამერიკული ხელოვნების კლასიკადაც ითვლება. ნახატზე გამოსახულია ვუდის და – ნენ ვუდ გრეჰემი. ინსპირაციის წყარო გოთურ სტილში აგებული სახლი იყო, რომელიც მხატვარმა ელდონში ნახა. პერსონაჟებს მე-19 საუკუნის შესაფერად აცვიათ, ხოლო სამკაპა მამაკაცის ხელში კატორღული შრომის სიმბოლოს გამოხატავს.
ძალიან საინტერესოა ვუდის პორტრეტები: საკმარისია, ერთხელ ნახოთ ეს ადამიანები და დაგავიწყდეთ მათი დამახასიათებელი ნაკვთები, გამოხედვა.. ადვილი ამოსაცნობია მხატვრის ხელწერა.
წყვილი "გოთიკიდან" ძალიან პოპულარულია: ქმნიან მათ პაროდიებს, იყენებენ რეკლამისთვის... ჩიკაგოში მათი ძეგლიც დგას.
*
კვირის მეორე ნახევარში მხატვრის ერთ–ერთ პეიზაჟს გამოვფენ.
...
აი, დაპირებული პეიზაჟიც – სიმინდის ყანები. ვუდის პეიზაჟებში მიწა ყოველთვის ნაყოფიერია, სოფლები – კოპწია, ადამიანები – მოფუსფუსე, "ბუთქუნა" ხეები კი ფერნანდო ბოტეროს ფერხორციან ადამიანებს მახსენებს :)
6-12 სექტემბერი.
Monday, September 6, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
7 comments:
uiui me rom es zalian miyvars
rakargi tilo shegirchevia am kvirisatvis :))))))
ფილმის კადრივითაა ))
ბაბისა, გიო
:))) :*
ჩემთვის ცოტა ზედმეტად რეალისტურია, თუმცა ხასიათი კარგად აქვს დაჭერილი ;)
ეს ტილო პოსტიმპესიონიზმს ეკუთვნის?
როდრიგო, მართალია, რეალისტურია :)
ვუდმა მხოლოდ შეისწავლა იმპრესიონიზმი და პოსტიმპრესიონიზმი, რითაც თავისი ტექნიკა დახვეწა. თავად კი რეალისტი და რეგიონალისტი მხატვარი იყო. რეგიონალიზმი ამერიკაში (დასავლეთ ნაწილში) 1930 წელს გაჩნდა. რეგიონალისტები სოფლის ცხოვრებას აღბეჭდავდნენ. საუკეთესო სამი წარმომადგენელიდან ერთ-ერთი ვუდია – ყველაზე მეტად ამ ნახატით ცნობილი...
ტექსტშიც ჩავამატებ ამას :)
ვაა ახალი მიმდინარეობაც გავიგე :) საინტერესოა რეგიონალისტები! :)
:))
Post a Comment