Thursday, September 23, 2010

დილა


დღეს უცნაური დილა მქონდა. ჯერ ეს გოგოები ჩამოსხდნენ ჩემს ფანჯარასთან. უფრო ზუსტად, ექვსი თუ შვიდი ბეღურა იყო, მაგრამ კადრში ყველა ვერ მოხვდა. მხედავდნენ, მაგრამ არ გაფრენილან. პირიქით, აი ასე გამწკრივდნენ :) ფარდის უკან მდგარი ვიღებდი, ამიტომ ცოტა ბუნდოვანი ფოტო გამოვიდა.
სულ რამდენიმე წუთში კი, სამსახურისკენ აჩქარებული, ქურთების ქორწილს შევესწარი. დილის 9 საათზე! ისე მოულოდნელი იყო... მათი ცეკვა გადავიღე :) მერე მთელი გზა მეღიმებოდა.
რატომღაც, ამ დილის გამო, რაიმე კარგის მოხდენის მოლოდინი დღის მანძილზე არ მომცილებია. თუმცა, მეტი რა უნდა მომხდარიყო – რამდენჯერაც ბეღურები თუ მექორწილეები გამახსენდა, გამეღიმა..

ჰო, ფოტო და ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით ერთი იდეაც გამიჩნდა. კარგად მოვიფიქრებ და თუ მოვაბი თავი, ამაზე ცალკე დავწერ.

9 comments:

Clown said...

რა საყვარლებია არიან ^_^
<3

Keti said...

ჰო :))

toma said...

ვაიმე რა საყვარლად ზიააან :)
ბუსუნები :*

undone said...

ჰეჰეეე, აი ასეთი ბუნებრივი ნიშნები ბუნებაში, სრულიად აღსაფრთოვანებელია! თითქოს არაფერი, მაგრამ რამდენი სითბოა და კარნახი! მთელი დღე კარგად წავა მერე ;))
ჰმ მე მგონი ვხდები რაც ჩაიფიქრე ;) და კარგი იქნება ;)

Keti said...

* ტომუშკა :) :*

* ანდონ, ზუსტად ასეა! ძალიან ბევრი პოზიტივი ახლდა – მთელ დღეზე გადანაწილდა :)
დღესაც ვერ მოვახერხე და იქნებ მოგვიანებით მოვაბა თავი, ჰოდა შენი ვარაუდი თუ გამართლდება, მითხარი :))

Kate said...

უი მაგათი დაქალები ჩემთანაც სხდებიან ხოლმე აივანზე.
სასაცილოები არიან.


ქურთების ქორწილი მეც მინახავს. ფრიად სახალისო რამაა.

Keti said...

ქეთ :)
ასეა

Sophie Golden said...

გოგოებიო, რომ დაწერე და გაოცებული ვუყურებდი ფოტოს. ფრინველებმა/ცხოველებმა ყველაზე კარგად იციან, ვისი შეიძლება გეშინოდეს და ვინ კიდევ – უნდა გაახარო ;)

Keti said...

სოფი <3 :)
ისე ყველა მართლა გოგო–ბეღურაა :)