Wednesday, September 15, 2010

მართვის მოწმობა

ერთი კვირაა, ჩემს დღის განრიგში ცვლილებაა – საღამოობით ავტოსკოლაში დავდივარ. ყოველთვის მინდოდა მანქანის მართვის შესწავლა, თან ისე, რომ თავდაჯერებული და კარგი მძღოლი ვყოფილიყავი, თუმცა ეს სულ გაურკვეველი მომავლისთვის მქონდა გადადებული – მანქანა არ მაქვს და შესაბამისად, არ ვჩქარობდი. სულ პატარა – 7-8 წლის ვიყავი, მამამ საჭესთან პირველად რომ დამსვა. უნდოდა, კარგად მცოდნოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და სხვადასხვა მიზეზის გამო, წლებია, საჭესთან არ ვმჯდარვარ.
ბოლო დროს ჭორები გავრცელდა მართვის მოწმობის აღების გართულებაზე. მართალია, შემდეგ ოფიციალურად განმარტეს, რომ ეს მხოლოდ ჭორებია, მაგრამ მე მაინც ამაჩქარა. ჰოდა, ავტოსკოლის მოძებნაც დავიწყე. არ ვიცი, როდის მექნება მანქანა, მაგრამ მაინც..
ცოტა რამ პირადი გამოცდილებიდან – დასაწყისისთვის:
რა თქმა უნდა, ინფორმაციისთვის ინტერნეტს მივმართე – ვნახე რამდენიმე ავტოსკოლის კოორდინატები, დავრეკე და თითქმის ყველგან სტანდარტული პირობები დამხვდა: თეორიული კურსის ფასი 80-დან 100 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, ინდივიდუალურად ისწავლით თუ ჯგუფში. ხოლო პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ფასი დროისა და სასწავლო მანქანის მარკის მიხედვით დგება: "ოპელის" მარკის მანქანებზე 1 სთ. მეცადინეობა ძირითადად 15 ლარი ღირს (შემხვდა 20 ლარიც), ხოლო "შკოდას" მარკის მანქანაზე 1 სთ. – 25 ლარი. როგორც ჩემმა მასწავლებელმა თქვა, გამოუცდელ ახალბედებზე ინფორმაცია, რომ "შკოდა" ის მანქანაა, რომლითაც პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ, მოქმედებს, არადა მნიშვნელობა არ აქვს. მე მგონია, როცა ადამიანი მართვის მოწმობას იღებს, იგულისხმება, რომ ის ნებისმიერ მანქანას უნდა მართავდეს (მოწმობის კატეგორიის შესაბამისად) და არა რომელიმე კონკრეტული მარკისას.

პრაქტიკული მეცადინეობა ორგვარია: 1) ავტოდრომზე (თბილისში არაერთია), რომელზეც დახაზულია ის 6 ელემენტი, რომლებიც გამოცდაზე ბარდება; 2) მეცადინეობა ქალაქში. არჩევანს თვითონ აკეთებთ, თუმცა დასაწყისისთვის ალბათ საგამოცდოდ მომზადება ჯობია. ასევე აუცილებელია პრაქტიკა ქალაქში (მით უმეტეს, თბილისის გადატვირთული ქუჩების გათვალისწინებით). თეორიული კურსის გავლა დამოუკიდებლადაც შეიძლება – არსებობს რამდენიმე სასწავლო წიგნი, ასევე საიტები, სადაც საგამოცდო ტესტებსა და სხვა ინფორმაციას ნახავთ, მაგრამ ალბათ მასწავლებელთან სიარული ჯობია. რა თქმა უნდა, წიგნები და საიტები ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენება. ტესტირების ბილეთები ყველა საიტზე ერთი და იგივეა – ის, რაც ბარდება. მართვის მოწმობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს საიტზეა.
წარმატებები, ვინც გამოცდაზე გასვლას გეგმავს, გამოცდილთა რჩევები კი საინტერესო იქნება :)

16 comments:

Kate said...

აი ამ პოსტს ველოდებოდი.

ხოდა ქეთ, თუ ორნი ვივლით, რამდენი უნდა გადავიხადოთ???
მისამართი მითხარი რა ზუსტად სადაა.
თაბუკაშვილის რა ნომერია???

Clown said...

ორივე ქეთის წარმატებები :* :*

Keti said...

* ქეთ, 80. ქუჩის ნომერი კი არ ვიცი, არ შემიხედავს... მოგწერ და დაწვრილებით აგიხსნი.

* გიო, დიდი მადლობა! :) :*

undone said...

ვაჰ რა კარგია.
ისე უკვირთ ხოლმე 22 წლის ბიჭს მანქანა რომ არ მიზიდავს და + ტარება რომ არ ვიცი ;დდ მაგრამ რა ვქნა აბა, მაგისთვის დროის დახარჯვა...

არა,აუცილებლად უნდა ვისწავლო! უცხოეთში გამომადგება ;))

წარმატებები ქეთ! :)

Keti said...

მე არ მიკვირს, მერე რა.. ამაზე სერიოზულად ფიქრი მეც ბოლო დროს დავიწყე, როცა მანქანის საჭიროება ვიგრძენი. აქამდე ცივად ვუყურებდი, თუ არ ჩავთვლი იმ ადრინდელ პერიოდს, როცა მამა მასწავლიდა.

ისე, ნამდვილად გამოგადგება, როცა იქნება – შეისწავლე :)
დიდი მადლობა! :)

Kate said...

გიო და ქეთი - მადლობები :***

Keti said...

:* :)

undone said...

ჰო, აუ თურმე ამერიკის რომალიღაც შტატში, ტროტუარები არ არსებობს და აბსოლუტურად ყველას მანქანა ჰყავს! ჩემი ნათესავი ცხოვრობს იქ და რომ გვიყვებოდა ისე მიკვირდა...

Kate said...

უი რა საინტერესოა.

Keti said...

ე. ი. ეზოებიდან პირდაპირ სავალ ნაწილზე გამოდიან? და ფეხითაც არასდროს სეირნობენ? ცოტა მოუხერხებელი უნდა იყოს. მე მიყვარს ფეხით სიარული და ასეთი ქუჩების წარმოდგენა ცოტა მეძნელება :)

undone said...

აა გამახსენდა ოკლაჰომას შტატია! და ესეთი ქალაქია, სადაც ტროტუარები არ არსებობს! ხო, არასოდეს სეირნობენ :( ის ყველა მუშაობს, ყველას თავისი საქმე აქვს. თუ სახლიდან გამოდიან მხოლოდ მანქანით.

თან იმიტომ რომ ქალაქში მაღაზიები არაა, ყველაფერი ქალაქგარეთაა (პურიც და ასანთის ღერიც კი!) და ამიტომ აღარაა საჭირო ტრუტუარები :( რა უცნაურია...

Keti said...

აი, ამაზე მეც ვიფიქრე, მაღაზიებში როგორ შედიან-მეთქი...
რობოტებივით იქნებიან ალბათ :( სამსახური–სახლი. თან ქუჩებში გამვლელები რომ არ ივლიან, როგორი ცივი ქალაქის შთაბეჭდილებას დატოვებს :( მე არ ვიცხოვრებდი ასეთ ქალაქში..

undone said...

ხო ძალიან უცნაურია. თან ამინდია ყველაზე უცნაური. ანუ შუა ზაფხულში შეიძლება თოვლი წამოვიდეს და პირიქით.
ალბათ, ვერც მე ვიცხოვრებდი...მაგრამ დამაინტერესა როგორ ეგეთ ქალაქში ცხოვრება.

Keti said...

უცნაურია, მართლაც..

toma said...

auu au ra magaria rom moabi tavi da daicke!!!! warmatebas gisurveb!!!!


ramdeni xania mec minda viaro da ver movabi tavi, tan mxolod zamtarshi minda misvla imitom rom ragac specialuri kursebi aqvt tovlze da yinulze satareblad.

imedia ertxel mec shensacit gadvckvitav da mival!

Keti said...

დიდი მადლობა, ტომუშკა! :*

ჰო, მოახერხე და იარე.. მართალია, ზამთარში მისვლა ჯობია. ახლა დავფიქრდი, როგორ ცვლის ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა მოთხოვნებს.
ისე, აქაც რომ გვქონდეს მოლიპულ გზაზე სწავლის საშუალება, ცუდი არ იქნებოდა. თუნდაც ხელოვნურად მოლიპულზე.