ბოლო
დროს, ფესტივალის მოახლოების გამო წიგნების ყიდვას თავს ვარიდებდი, მაგრამ
ისე მოხდა, რომ მაღაზიებში შერჩეული წიგნები ფესტივალზე აღარ ვიყიდე. წელს
ისეთი რაციონალური ვიყავი, როგორც არასდროს. ბოლო წლის მანძილზე არაერთი
კარგი თარგმანი გამოიცა, ყველასკენ გამირბის თვალი, მაგრამ ვიყიდე ის,
რომელმაც გადახედვისას მიმიზიდა და ნამდვილად წავიკითხავ. ყველაზე მეტი
ნობელიანტების წიგნებთან ვიტრიალე. სამუელ ბეკეტის "გოდოს მოლოდინში"
სცენაზე მაქვს ნანახი და დღეს მისი აღმოჩენა გამიხარდა. ნობელიანტების
სერიიდან ქენძაბურო ოეს მოთხრობების კრებულიც ავარჩიე. კიდევ მაქვს "ბაღის
მცენარეები", რომელიც თავდაპირველ ფასთან შედარებით მართლაც საკვირველი
ფასდაკლებით იყიდებოდა; ასევე: კოველერტის "წასვლა" და ჰერტმანსისა და კომრეის პოეტური კრებულები. ეს უკანასკნელები ადრე წამიკითხავს და კარგად
მახსენდება. ჩემი ახალი წიგნების შესახებ, რა თქმა უნდა, "გზაში წაკითხულ
წიგნებში" დავწერ და მოვყვები. ერთი შეხედვით მწირი შენაძენი მაქვს, მაგრამ გული არ მწყდება. დღეს რამდენიმე კარგი ადამიანის ნახვამაც გამახარა, საჩუქარიც
მივიღე და, საბოლოო ჯამში, წლევანდელი ფესტივალიდან კმაყოფილი წამოვედი.
Saturday, May 25, 2013
Monday, May 20, 2013
ორშაბათის კედელი
დიდი ხანია, ბლოგის ტრადიციული გამოფენა არ გამიმართავს. დღეს ორშაბათის კედელზე ნამდვილ კედელს გამოვფენ: ამას წინათ ბაბილონის შესახებ ვათვალიერებდი მასალებს და ეს დეტალიც შემომხვდა. ისე მოვიხიბლე, რომ კარგა ხანს თვალი ვერ მოვწყვიტე. ისიც კი ვიფიქრე – საშუალება რომ მქონდეს და თავად ვაპროექტებდე რამეს, აუცილებლად გამოვიყენებდი აგურის დამუშავების მსგავს მეთოდს-მეთქი.
დრაკონი ბაბილონის კედლიდან
დრაკონი ბაბილონის კედლიდან
Labels:
ბლოგი,
გამოფენა,
კედელი ერთი ტილოსთვის,
მხატვრობა
Thursday, May 9, 2013
ბეგონია
ეს ფოტო ჩემს გრინტონიკზე ავტვირთე, მაგრამ გადავწყვიტე აქ მეტი დამეწერა, მით უმეტეს, რომ ძალიან მივივიწყე აქაურობა და ცოტას გამოვაცოცხლებ. ასეთი ბეგონია ყოველთვის გვქონდა გასულ ზამთრამდე. რამდენი არ ვცადე, მაგრამ ვერაფერი ვუშველე და ბოლოს გახმა. ჰოდა დღეს, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი რომ დავინახე, ისე გამიხარდა, მარშრუტიც კი შევიცვალე – ვიყიდე და შინ ამოვბრუნდი. საღამოსთვის ქოთანშიც გადავრგე და ახლა ოთახში შესვლისას თვალს მიხარებს:
Friday, April 19, 2013
19
დედას ფიკუსმა ორ კვირაში ორი ფოთოლი გამოიტანა. არ ვიცი, როგორი სისწრაფით იზრდებიან ფიკუსები ზოგადად,
მაგრამ თუ ამ ფიკუსის წარსულით ვიმსჯელებ, მისთვის დიდი შედეგია. ვაშლის
ნერგი, რომელიც შარშან ერთად დავრგეთ და ჯერ ერთი მეტრიც არ არის
სიმაღლეში, აყვავდა; მინდოდა ატირებული ვაზის გადაღებაც, მაგრამ კამერა
დამიჯდა. ბოლო დროს სულ მცენარეებზე ვწერ, ცალკე ბლოგიც კი გავხსენი
მათზე, მაგრამ სასიცოცხლო ენერგიას მაძლევენ და გვერდს ვერ ვუვლი.დღეს დედას დაბადების დღეა. დღის მეორე ნახევარი სასაფლაოზე გავატარე. ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობის გამო თითქმის ორი თვე თავს ცუდად ვგრძნობდი – რასაც ჩავრთავდი, ყველაფრიდან ეს თარიღი მესმოდა და სევდაც მუდმივად დამდევდა. საერთოდ, აპრილმა, თავის მხრივ, სიმძიმე და იმედგაცრუება მომიტანა. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურობით ვცხოვრობ, არანაირი ხედვა და გრძელვადიანი გეგმა არ მაქვს.
Labels:
დედა,
დღიური,
მცენარეები
Tuesday, April 9, 2013
მიუწვდომელი ბ პუნქტი
გქონიათ შენობის ნოსტალგია? აი მე მაქვს. დღემდე, როცა რკინიგზის დეპარტამენტის შენობას ჩავუვლი, მინდება შევიდე შიგნით, ავიდე მეორე სართულზე, გავიარო გრძელი, მიხვეულ–მოხვეული დერეფანი და მოვძებნო ოთახი, რომელშიც ბავშვობაში ხშირად მივყავდი დედას – თავის ბიძასთან სტუმრად. არ ვარ დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლად მივაგნებ კონკრეტულ ოთახს, თუმცა ვინ იცის. ერთადერთი, ვიცი ის, რომ ეს რკინიგზის პროფკავშირების ოთახი იყო.
მახსოვს ამ ლაბირინთულ დერეფნებში (მაშინ ასე აღვიქვამდი) ჩამომდგარი სუნი, ფერადი ფანქრები, რომლებსაც მჩუქნიდა ძია მიშა, სიყვარული, რომლითაც მიღებდნენ ის და მისი თანამშრომლები.
აი ახლა, რომ მივიდე იქ და ვუთხრა, უბრალოდ შენობის დათვალიერება მინდა–მეთქი, არ მგონია, შემიშვან. რომ ვუთხრა – ნოსტალგიის გამო მივედი, ნორმალურად არ ჩამთვლიან :) გარეგნულად ეს შენობა არ შეცვლილა, ისევ ისეთია. იქნებ შიგნითაც, რა ვიცი.
უცნაურია, სკოლის შენობის მიმართ არ მაქვს ეს განცდა. ცოტათი ვიგრძენი უნვერსიტეტის მიმართ, ამას წინათ დამესიზმრა კიდეც. ჩემი ძველი სახლი ჯერაც ძალიან მასევდიანებს, ასე რომ, ვერიდები. მაინტერესებს რამდენიმე სოფლის ნახვა, ასევე იმ ქალაქებისა და გზების, ბავშვობაში რომ ვყოფილვარ. ორი წლის წინ, წლების მერე, სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა რომ ვნახე, ძალიან განვიცადე... მაგრამ ეს რკინიგზის დეპარტამენტის შენობა მაინც სხვაა, "ცხვირწინ" არის და როცა გვერდს ვუვლი – ხან ტრანსპორტით, ხან ფეხით – ყოველთვის შესვლის სურვილი მიჩნდება.

Wednesday, April 3, 2013
ფროიდის ნისლი და გაზაფხული
ერთი თვე რომ არაფერს წერ, ცუდია; მაგრამ, როცა ნახულობ ბლოგის სტატისტიკას და ერთგული მკითხველები მაინც გყავს, გიხარია და თან გული გწყდება, რომ მათ მოლოდინს უცრუებ. წინა ჩანაწერის მერე უკეთესი ცვლილებები მაქვს: სიახლე სამსახურში, შესაბამისად – ახალი საქმის ათვისება და ხედვის ჩამოყალიბება; გაცილებით სოციალური გავხდი – შეძლებისდაგვარად გადავლახე მორიდება და მიკროფონს და კამერას ვუმეგობრდები; ვკითხულობ წიგნებს და ვწერ მათზე; ჩემი ბაღი უფრო მოვლილია, მე – ისევ გამოუძინებელი, თუმცა სიზმრებიანი. ბოლო დროს სიზმრების გამო ცუდადაც ვიყავი. დედა მესიზმრება, ძალიან ცხადად, შეგრძნებებით სავსე ვიღვიძებ და მერე უმისო რეალობის მიღება მიჭირს.
ბოლო დღეებში კიდევ ერთმა სიზმარმა გამახსენა თავი; მეგობრისთვის – ამ სიზმრის მთავარი გმირისთვის არ მომიყოლია. სიზმრად თავდაუჯერებელი გზაზე გადამიყვანა და ცხადშიც გვერდით დამიდგა. საერთოდ, შეიძლება ვთქვა, ჩემი პარალელური ცხოვრებაა სიზმრები. ხანდახან ვფიქრობ, ბედნიერი ვარ, მათი ნახვა რომ შემიძლია. შემხვედრია ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სიზმარი არასდროს უნახავთ.
ამას წინათ ფროიდის რაღაც ტესტს გადავაწყდი და შევსება დავიწყე. ბოლო კითხვაზე დავწერე: "თვალებს ვხუჭავ. ლამაზია." პასუხების ანალიზი რომ ვნახე, გავშეშდი – ბოლო კითხვა სიკვდილზე ყოფილა, ანუ როგორი დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ. ამ თემაზე ისედაც თითქმის ყოველდღე ვფიქრობ და ტესტის შევსების მერე რამდენიმე დღე თავიდან ვერ მოვიცილე ფიქრი. ოღონდ ამჯერად სიმძიმისგან დავიცალე. ყველაფერი იმ ლამაზი პეიზაჟის ფონზე დგომას დაემსგავსა, რომელიც დასმულმა კითხვამ წარმომადგენინა.
დედას დაბადების დღე ახლოვდება და ძალიან განვიცდი. საერთოდ, ბევრი თარიღი უკვე ტკივილთან ასოცირდება. ალბათ ცხოვრების გარკვეული ეტაპიდან ყველასთან დგება ეს მომენტი.
მოკლედ, ორფერია ჩემი გაზაფხული: თან სევდა, ხანდახან რომ მგონია, ვეღარ გავუძლებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ ან თავს გავიქნევ, თითქოს ამით ფიქრებს გავფანტავ; თან საინტერესო და თბილი. მგონი პოსტიც ასეთი გამოვიდა + არეულ-დარეული. ეტყობა, რომ დიდი ხანია, ჩემზე არაფერი დამიწერია.

დღიური
Monday, March 4, 2013
ორშაბათის კედელი
ეს შემთხვევით ნანახი ნახატები რომ არა, დღევანდელი ორშაბათიც უგამოფენოდ ჩაივლიდა. უცნობი ავტორი, სავარაუდოდ, ყაჯართა დინასტიის დროინდელ (1795–1925) ირანს ეკუთვნის. მომწონს სახეები და ფერები, თანაც ბოლო დღეებში "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს ვკითხულობ და აღმოსავლური განწყობა უფრო გამიმკვეთრდა:
ქალი ჩილიმით
ქალი ჩილიმით (დეტალი)
მოცეკვავე
მოცეკვავე (დეტალი)
ქალი ჩილიმით
ქალი ჩილიმით (დეტალი)
მოცეკვავე
მოცეკვავე (დეტალი)
Labels:
ბლოგი,
გამოფენა,
კედელი ერთი ტილოსთვის,
მხატვრობა
Tuesday, February 26, 2013
მწვანე ტონიკი
თითქმის ერთი თვეა, არაფერი დამიწერია. არ ვიცი, ასეთი პერიოდი იყო – ზამთრისთვის დამახასიათებელი უმოქმედობის, თუ მხოლოდ ჩემს განწყობას დავაბრალო ეს. ამ ერთ თვეში მოავასწარი რაღაც საშინელი ვირუსის გადატანა (წელს ან ვირუსებია ახალი და ძლიერი, ან იმუნიტეტი დამიქვეითდა. დიდი ხანია, ასე არ გავციებულვარ), რამდენიმე წიგნის წაკითხვა, ახალ ბლოგზე პოსტების დადება, პოლიტიკის კიდევ ერთხელ შეძულება და ერთი ცალი უთითო ხელთათმანის მოქსოვა. ამასობაში კალენდარული გაზაფხულიც მოახლოვდა და მცენარეებზე ზრუნვის სურვილიც გამიმძაფრდა. რამდენიმე თვეა, მცენარეები და, ზოგადად, ბუნება ჩემთვის ერთ–ერთი მთავარი მოტივატორია – ცხოვრების ხალისს მიჩენს. ვეძებ ნერგებს და ბოლქვებს, მერე ველოდები – რამეს რომ დავრგავ – ამოვიდეს, თუ გაიხარა – მეც მიხარია. ახლა მაქვს საგაზაფხულო გეგმები და ამისათვის ზრუნვაც – დაწყებული.
რამდენიმე დღის წინ ეს საიტი აღმოვაჩინე – ლაივ–კამერები აფრიკიდან. არ ვიცი, თქვენთვის რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ მე ძალიან მომწონს ცქერა და მოსმენა. სიმშვიდეა და კეთილგანწყობა ამ ხმებში და ცხოველების ყოფაში. თითქოს მათთან დროა გაჩერებული. ვრთავ ხოლმე და თუ არ ვუყურებ, ვუსმენ მაინც. ამ დროს მავიწყდება, რომ ფანჯრის იქით უჟანგბადო თბილისია და დაღლილობაც ისე აუტანელი არ არის.
პ.ს. ამ პოსტისთვის სათაურის დარქმევისას სპონტანური იდეა გამიჩნდა: ხანდახან მცენარეებს ვუღებ ხოლმე ფოტოებს, ზოგ მათგანს ფლიკრზე ვდებ, მაგრამ ძირითადი ნაწილი კომპის არქივში რჩება; ჰოდა, მწვანე არეაში გადაინაცვლონ და მწვანე ტონიკებად იქცნენ, რა უჭირს.

Tuesday, January 29, 2013
გზაში წაკითხული წიგნები
ახალი ბლოგი გავხსენი. თუ რის შესახებ და რატომ, პირველ პოსტში წერია. გუშინ უცებ გადავწყვიტე – ხანდახან შინ დღისით დაუგეგმავად დაბრუნება ნაყოფიერი შეიძლება იყოს. კრიტიკოსის ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ, ეს იქნება ერთგვარი ნუსხა, რომელიც მეც დამეხმარება უკან გახედვისას და, დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგის მკითხველებსაც – თუ მათ კარგ წიგნს აღმოვაჩენინებ, გამიხარდება. შეიძლება მკითხველების რჩევებმა მეც მაპოვნინოს რომელიმე კარგი წიგნი. ამ ბლოგის მსგავსი ბლოგებისგან განმასხვავებელი ნიშანი გამოკითხვაც იქნება – პოსტში ნახსენებ წიგნს 5 ბალიანი შკალის მიხედვით შევაფასებთ – მეც და, თუ მკითხველებს სურვილი ექნებათ, ისინიც.
და ბოლოს, ცოტა მოტივაცია გამიჩნდა, რაღაც საინტერესო ვაკეთო. როცა არ გაქვს მიზანი, ასეთი წამოწყება მნიშვნელოვანია. იქნებ ეს პერიოდი გადამალახინოს.
ჰო, მისამართი: http://bookbagofketi.blogspot.com
და ბოლოს, ცოტა მოტივაცია გამიჩნდა, რაღაც საინტერესო ვაკეთო. როცა არ გაქვს მიზანი, ასეთი წამოწყება მნიშვნელოვანია. იქნებ ეს პერიოდი გადამალახინოს.
ჰო, მისამართი: http://bookbagofketi.blogspot.com
Monday, January 14, 2013
მარგა(ლ)(რ)იტები
გაბრიაძის ილუსტრაციებმა მომანდომა მარგარიტების შეკრება. რაც უცებ გამახსენდა:
რეზო გაბრიაძე, "შერეკილები". ილუსტრაცია: რეზო გაბრიაძე
ნიკო ფიროსმანი, "აქტრისა მარგარიტა"
დიეგო ველასკესი, "მენინები". ინფანტა მარგარიტა
მიხეილ ბულგაკოვი, "ოსტატი და მარგარიტა", 2004 წ. გამოცემა.
ილუსტრაცია: გენადი კალინოვსკი
Subscribe to:
Posts (Atom)