Wednesday, February 4, 2015

* * *

რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, თიკოს წყალობით მოხვდა ახლა აქ < 3

 "დღეს ჩვენი გადასახედისკენ რომ გავემართე და მოაჯირთან დოინჯი შემოვირტყი წელზე, უცებ მეგონა, რომ ჩემი კიდურები ჩემი არ იყო, რაღაც ძალით მამაჩემი ჩასახლდა ჩემს სხეულში და მის მოძრაობებს ვიმეორებდი. იმიტომ, რომ ასე არ დავდივარ, არასდროს შემიმჩნევია. ჰოდა, ეგ არის ალბათ ყველაზე მაგარი რამე, როცა ფიზიკურად აღარ არსებობ და შენს მოძრაობებს ვიღაც იმეორებს.
პ.ს. მამამ კიდევ დედას უთხრა ერთხელ, დედაჩემივით დადისო."


9 comments:

Sophie שרה Golden said...

გენეტიკაზე ძლიერი არაფერი არსებობს ამქვეყნად.

იმ დღეს ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, აი, ახლა დედაშენივით შემომხედე ზუსტადო და გული გამითბა.
ამიტომაა რომ ჩვენი მშობლების, მათი მშობლების და კიდევ უფრო შორი წინაპრების გაგრძელებები ვართ. საბოლოოდ, არავინ კვდება, ჩემი აზრით...

Tinatin Nadiradze said...

"ჰოდა, ეგ არის ალბათ ყველაზე მაგარი რამე, როცა ფიზიკურად აღარ არსებობ და შენს მოძრაობებს ვიღაც იმეორებს."
<3 <3
მიხარია, რომ გაგვაცანი და შეგვაყვარე. ხარობენ ახლაც.

Keti said...

სოფი, ჰო, მეც მგონია, რომ "საბოლოოდ, არავინ კვდება"...


თიკო <3 :*

MAGA SHIZUKU said...

გული ამიჩუყდა...
ქეთი <3

Keti said...

მაგა <3

Toma said...

:)
შექსპირის ეს სონეტა გამახსენდა

ვაგლახ! ამ ქვეყნად საუკუნოდ ვერ დასახლდები,

ამ საწუთროში დასრულდება შენი არსება,

მაგრამ აღსასრულს შეუპოვრად მაშინ დახვდები,

თუ შთამომავალს უანდერძე შენი მსგავსება.

მაშინ მშვენება, ზეცისგან რომ სესხად მოგეცა,

კი არ დაჭკნება, ხელმეორედ გაიკვირტება,

სიკვდილის მერეც შენი სული ფრთებს არ მოკეცავს,

და შენი შვილით უკვდავება დაგიმკვიდრდება.

თუ არ მივხედეთ ტაძრებიც ხომ დაიშლებიან,

გადიქცევიან უპატრონო ნასახლარებად.

ვერ გაუძლებენ ზამთრის დღეებს ქარიშხლებიანს,

სიკვდილისა და ბოროტების გასახარებლად.


და თუ სიცოცხლე გინდა გქონდეს დაუშრომელი,-

მამა ხომ გყავდა, შენც იყავი სხვისი მშობელი.

Keti said...

რა კარგია, რომ გაგახსენდა <3

tamta chkhaidze said...

რამდენჯერ დამინახავს სარკეში ყურებისას მამაჩემის გამოხედვა :) რამდენჯერ

Keti said...

თამთა <3