Tuesday, October 27, 2009

მონოლოგი

ლექსი "მონოლოგი" 2007 წელს დავწერე და "ებლიტფოზე" გამოვაქვეყნე. მაშინ ემხვარმა მინაწერი დაწერა, რომელიც ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, მინაწერი შენახული მქონდა. როგორც ჩანს, ემხვარსაც. თუ რატომ მიუბრუნდა ახლა, ამას ძველ მინაწერზე დართულ პოსტ სკრიპტუმში ხსნის:
"ლიტერატურული კრებული ”მონოლოგები.... პირისპირ” ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე. ქეთის ლექსიც გამახსენდა და ჩემი მინაწერიც... "
ძალიან გამიხარდა ხელახლა წაკითხვა!
და ბლოგზე გამოქვეყნება გადავწყვიტე:

* * *
ანტიკურ ხანის მანუსკრიპტად გამოცხადებულ გულწრფელ საკითხავს

ამ ლექსს ავტობიოგრაფიას დავარქმევდი...
ანტიკური ხანა, როგორც მოგეხსენებათ, ვერ გეტყვით უძველესი ხანაა-მეთქი... მაგრამ კაი ხნისაა... და ყველა სიტყვა შეგვიძლია გულწრფელად მივიღოთ.. ისიც შეგვიძლია, განალების თუ ისტორიის გაცნობის პერიოდად მივიჩნიოთ...

მერე ცოდნა მოდის... ტვინი წაკითხულს იმახსოვრებს და იწყება მონოლოგის გარდასახვა დიალოგად.. მოგეხსენებათ, დიალოგს ორი მხარე აქვს - აქ ერთი მხარე ავტორია - მეორე... - ცოდნა თუ მიღებული ინფორმაცია...

დიალოგი არა მარტო ორ მხარეს, არამედ ორ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავ შეხედულებასაც მოიცავს... და თუ ასე არაა.. მაშინ დიალოგი იგივე მონოლოგია....

მონოლოგი უფრო ხშირად ყავის ჭიქასთან იმართება თუ, როგორ ვთქვა, თუ ყავაზე მკითხაობა შეგიძლია... თუ არ შეგიძლია მაშინ მონოლოგს ის წაგიკითხავს ვისაც ეს შეუძლია...შენ კი თავ დაქნევ-გაქნევა დაგრჩენია.

ყავის ჭიქა სახეზეა...

როგორი ყავის ჭიქა...
კოპლებიანი...
მნიშვნელოვანი განსაზღვრებაა...

კოპლებიანი კაბა, ბაფთა, როგორც წესი პატარა გოგოებს უკავსირდება.... და თუ დღეს საქმე გვაქვს კოპლებიან წიქასთან ეს იმაზე მიუითებს, რომ ჭიქა მართალია ბავშვს უყიდეს ან აჩუქეს... მაგრამ მას არადანიშნულებით იყენებდნენ და პატარა გოგოს მხოლოდ ჩაი ასმევდნენ...

შეიძლება ვთქვა, რომ ჭიქაც ანტიკური ხანისაა... ანუ დიდი ხნისაა... ეგებ ერთი მხარე ან კიდევ უფრო უარესი სახელურიც ჩამოტეხილი აქვს...

ბუნებრივია ჩაის ჭიქაში, რომელსიც ლიმონია ჩაწურული არავითარი მანუსკრიპტი არ იქნება... ანუ ვერანაირად ვერ "გავიგებთ" რა მოგველის მომავალში...

რით ვლის ჩაი ყავას?! ჩაი წარსულზე მეტი დაფიქრების საშუალებას იძლევა, ამასთან არსად გეჩქარება და ხელებს ერთად და ლოყებს ცალ-ცალკე უფრო დიდხანს ითბობ...

ჩაი ცხელი ყოფილა...
რაზე მიუთიებს ეს?
იმაზე, რომ დიალოგი - მონოლოგად სულ ახლახან ქცეულა...

რა ემართებათ ცხელი ჩაის მსმელებს... თუ ოდნავ თბილი ყავის სმაზე არიან მიჩვეულები? ენა ეწვებათ... მაგრამ ეგ არაფერი... მიეჩვევიან... სხვათა შორის წიწაკის შემთხვევაშიც ასეა...

ამიტო"სხვა დამწვრობებთან აღარ მოვიტან"().

ენის სიდამწვრემ გადაიარა... მითუმეტეს ენა არასოდეს არაა მშრალი - ერთი ძველი გამოცანა ხომ გახსოვ "ვაშრე, ვაშრე, ვერ დავაშრე... გადაიარა და შეგვილია ონოლოგის რეჟიმში "ხმამაღლა ვიფიქროთ" დაახლოებით? ისე როგორც ჩვენი ლიტ ფორუმელები არც თუ იშვიათად აკეთდნენ და მომავალშიც გააკეთებენ.....

ისევ ბავშვობაში გადავდივართ... ანუ გეჩვენება, რომ ადგილს გეილებიან...
რომელ ადგილზეა საუბარი?
ალბათ იმაზე რაც უნდა იყოს და არა იმაზე რაც არის...
საინტერესოა.. ოცნებებისას კედლის მხარეს რატომ გადავბრუნდებით ხოლმე?
ფარს ვეძებთ, როცა ხმალი დაშვებულია?

"ხშირად ვყოფილვარ მოდიალოგე
და თითქოს ადგილს მეცილებიან.
(და რომელ ადგილს?!)
ვიღაცა სწავლობს საზეპიროებს და
უმეორებს კედლისაკენ გადაბრუნებულ ოცნების პირმშოს".

ზოგადად, ქუჩის თემა თანამედროვე ლექსში აქტუალურია... ქუჩა შეილება იყოს გრძელი, მოკლე, ჩიხიანი, დაკლაკნილი, ვიწრო , განიერი და .... ცხოვრებაც ასეაო ამბობენ თანამედროვე პოეტები (ძველებიც ამბობდნენ) და იფარება ქვფენილები და .. ასფალტითა და მაღალი შემადგენლობიოს ცემენტით ... მთავრდება წარსული ქუჩის და ცხოვრების... ვაბიჯოთ მოასფალტებულ, მოცემენტებულ ქუჩებზე და ვიფიქროთ მომავალზე.... განსაკუთრებით მაშინ, როცა ღამეა, ქუჩები განათებულია და დაძინების წინ კიდევერთხრეელფინჯანჩაის (არა ყავის) მირთმეული შუქს ანთებ... წვები.. კედლისკებნ გადაბრუნდები და ისიზმრებ...

ყველა ლამაზი სიზმრის ასრულებას გისურვებ...

P.S.
ოპტიმისტია ამის ავტორი... ესაა ოპტიმისტი არც თუ დიდი ხანია გახდა...
მიზეზი?
აბა, ეგ საიდან....?!

P. P. S.
ლიტერატურული კრებული ”მონოლოგები.... პირისპირ” ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე.
ქეთის
ლექსიც გამახსენდა და ჩემი მინაწერი...

2 comments:

jelsomina said...

keti, cavikitxe tqveni poezia : ) gamovtydebi, ramdenime movipare da gadavakopire chems pirad arqivshi, imdenad momecona : ) tbili da dadebitauriani adamiani chanxart da es leqsebsac etyoba : ) carmatebas gisurvebt, tbilleqsebiano : )

Keti said...

დიდი მადლობა, ჯელსომინა! :) ძალიან მახარებს ეს სიტყვები! :)
ერთი თხოვნა მაქვს – თქვენობით მომართვისას თავს უხერხულად ვგრძნობ, ამის გარეშე
სჯობს... :)