Monday, October 5, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დიდი ხანია, მისი გამოფენა მინდა, მაგრამ უგანწყობობის გამო ვდებდი. ეს ანრი რუსოა – ფრანგი პოსტიმპრესიონისტი.
რუსო თვითნასწავლი მხატვარი იყო, ხატვა 40 წელს გადაცილებულმა დაიწყო. მისი ნაივური, პრიმიტივისტული მანერით შესრულებული ნახატები მაღალი მხატვრულობით გამოირჩევა. ყველაზე ხშირად ჯუნგლებს ხატავდა, რომელიც არასდროს ენახა და შთაგონებას ილუსტრირებული წიგნებიდან იღებდა; ასევე – ადამიანებს ქალაქის პეიზაჟების ფონზე (თვლიდა, რომ პორტრეტული პეიზაჟის ახალი ჟანრი შექმნა). მისი პერსონაჟები უმეტესად შავ ტანსაცმელში არიან გამოწყობილები, რატომღაც..

კვირის მანძილზე რუსოს რამდენიმე ნახატს გამოვფენ. პირველად "კარნავალის საღამოს" წარმოგიდგენთ, მან თავი მეტად დამამახსოვრა. ამ ტილოზე განაკუთრებით კენწეროებიდან გამოჩენილი ცა და მთვარე მხიბლავს... ჰო, თვალი ყოველთვის გამირბის ფაცხის კედელზე ჩამოკიდებული სარკისკენ და ვფიქრობ, ვისი სახე ირეკლება მასში...
*
ფერადი – "ლუქსემბურგის ბაღი"
*
კვირის ბოლო ნამუშევრად რუსოს რომელიმე პორტრეტის გამოფენა გადავწყვიტე. იყოს ეს ფრანგი ნოველისტის – პიერ ლოტის პორტრეტი. მგონია, საინტერესოა ისიც და მისი კატაც :) მომინდა, ლოტზე მეტი მცოდნოდა და აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაშიც საკმაოდ საინტერესო პერსონა იყო – რომანტიკოსი, ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაური და კოლექციონერი (გარდა იმისა, რომ წერდა)..

5-11 ოქტომბერი.

9 comments:

ბაბისა said...

lamazia
da mtvareshi im saxes vezebdi, romelic chvengan chans, ar aqvs, magram mainc lamazia
da ca rogori feria <3

Lalena said...

ყველას შავი აცვია?


მიყვარს შავი...

Keti said...

* ბაბისა, ცის ფერი მეც მომწონს :)

* ლალენა, უმეტესად ასეა, თვალში მომხვდა ეს ნიუანსი..

Tomushka said...

ვაი რა უცნაური ნამუშევარიააა. ორი ადამიანის ფიგურა, თითქოს მერა მიხატულიო, ვერაფრით ვერ ვაჯენ საერთო სურათში.

Keti said...

ტომუშკა, ასეთი არაერთი ნამუშევარი აქვს, როგორც თვითონ ამბობდა, პორტრეტული პეიზაჟი :)

ჯორჯ პაიკი said...

სარკის დეტალი მართლა საინტერესოა, როგორც ჩანს სხვა ადამიანი არის ახლო–მახლო და ჩუმად უთვალთვალებს ბედნიერ წყვილს. არადა მანდ მესამე ადამიანის ყოფნა სრულიად უადგილოდ მეჩვენება.

Keti said...

ჰო, მეც უადგილოდ მეჩვენება, თან ვიფიქრე, რომ ეს მხატვარია.. კაციც ისე დაჟინებით იყურება ჩვენკენ (შესაბამისად –მხატვრისკენ)

არტ ჰედ კოლექტივი said...

saitereso blogia tu gindat gavcvalot banerebi. www.art-head.blogspot.com

Keti said...

მადლობა :)
ვესტუმრები თქვენს ბლოგს, ბანერებს კი ჯერჯერობით არ ვამატებ..