Monday, October 12, 2009

ერთი კვირა, კედელზე

კლიმტის რამდენიმე ნამუშევარზე იაპონური მოტივებია ასახული. ერთ–ერთი მათგანი ბარონესა ელისაბედ ბაჰოფენის პორტრეტია, რომელსაც დღევანდელ კედელს ვუთმობ.
ელისაბედის დაძაბული ხელების და სევდიანი მზერის, მის უკან კი დიდი აურზაურის მიუხედავად, ეს პორტრეტი მშვიდ განწყობას მიქმნის. ვფიქრობ, ეს ფერების დამსახურებაა – ძალიან მხიბლავს.
პ.ს. ერთი ფრაზა ამედევნა: გარშემო და ის.

12-18 ოქტომბერი.

5 comments:

Sophie שרה Golden said...

რა უცნაური ნახატია, ნაძვის ხე მეგონა თავიდან.
კლიმტის შესახებ ერთი პატარა გოგოსგან შევიტყვე და იმის მერე ძალიან მომწონს. ფერები მართლა სასწაული აქვს.

Lalena said...

სამსახურში თანამშრომლს ეკიდა კედელზე ჯურნალიდან ამოჭრილი კლიმტის სხვადასხვა ნახატი, ყოველთვის როცა კი გავხედავდი ფიქრს მაიძულებდა და კიდე ფერები მომწონდა, მეთბილებოდა რაღაცნაირად :)

Keti said...

* სოფი, საინტერესოა ნაძვის ხედ დანახვა... ფორმით კი წააგავს თითქოს :)

* ლალენა, მეც უმეტესად დადებით განწყობას მიჩენს :) კლიმტი გამორჩეულად მომწონს.

Anonymous said...

კლიმტ <3 და ეს ტილოც <3

Toma said...

rogor miyvaaarsss :) :*