Wednesday, August 26, 2009

"ერთი პეშვი" საჩუქარი

ბედნიერებაა ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც კარგი მოსმენა შეუძლია. ვფიქრობ, რომ კარგი მსმენელები ცოტანი არსებობენ. კარგი მკითხველი კი ორჯერ კარგი მსმენელია – შინაგან ხმასაც წვდება, სტრიქონებს შორის რომ ტოვებ. კარგი მკითხველები კიდევ უფრო ცოტანი არიან.

ერთი სული მქონდა, შინ მოვსულიყავი და ბლოგზე გამომექვეყნებინა ის, რამაც დღეს ასე გამახარა. ისეთი ემოციური ვარ ამ საღამოს... ემხვარმა ჩემი "ერთი პეშვისთვის" შარშან დაწერილი მინაწერი იპოვა, აღადგინა და აი, ასეთი სიურპრიზი გამიკეთა. ვინც დიდი ხანია, რაც ბლოგს თვალს ადევნებს, ეხსომება ეს ლექსი და მასთან დაკავშირებული ჩემი განცდები. მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა. ავტორისთვის საჩუქარია, როცა ასე "უსმენენ"..


* * *
სადღაც ამოვიკითხე
სათაური ნახევარი ნაწარმოებიაო
მგონი კარგი სათაურიო ეწერა

ქეთის ლექსს ”ერთი პეშვი” ჰქვია...
ერთი – ვთქვი და იმწამიერად ღმერთი ” შევუსაბამე”

ლექსის შინაარსის მოლოდინიც ”ღმერთს” უკავშირდება...
არ დავმალავ და ”პეშვს” სათაურში ნაკლები ყურადღება მივაქციე...

შესაძლებელია ”პეშვს” ამოხსნა სჭირდება...

და მაინც პეშვი წყლის ან მარცვლების (მარცვლეულისაც) რამდენიმე წამით (წუთით) შესანახი ”სათავსოა”.
როგორ წესი ”პეშვიდან” წყალს სვამენ...
ოღონდ პეშვი ჯერ წყლით უნდა აავსო...

და ეს მხოლოდ ადამიანებს შეგვიძლია!!!

.................

ლექსს ადამიანები წერენ...
თითო ლექსი ყველას დაგვიწერია...
ოღონდ ყველას ასეთნაირი არა...

”ცას შეიძლება დაეპნეს პეშვში მოგროვილი ლოცვები,
მაგრამ ცა ვეღარ წამოკრეფს მათ.
ცა იტირებს,
მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ. – ცა ერთი დიდი ”პეშვია”...
აორთქლილ წყალს ”აგროვებს”
დედამიწიდან სესხად იღებს...
კეთილსინდისიერი მევალეა და ვალსაც დროულად იხდის...

”ცა ლოცვებსაც აგრვებს”
და ეს ცა უკვე ცხრაა...

”ცას შეიძლება ლოცვები დაებნეს” – ვკითხულობ და ახლაც კითხვას ვსვამ... – რატომ შეიძლება?
ეს ხომ გარდაუვალი აუცილებლობაა...
ყველა პეშვს საკუთარი ზომა აქვს და დაგროვების დრო...

დრო ლექსში ერთ–ერთი ცენტრალური ”სუბიექტი” გახდება...
ვაგრძელებ:

”ცა იჩხუბებს,მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ.” – აქამდე შესაძლებლობა იყო...
უკვე მოქმედებაა...
ცის (იქნებ ცაში?!) ჩხუბი ღრუბელთა შეჯახებაა...
ცის ტირილი – წვიმა...
”მაგრამ (ცა) ვეღარ წამოკრეფს მათ...
ხომ კრეფდა?
ხომ უნდა წამოკრიფოს?

რაღაც ახალი ხდება?
უნდა მოხდეს...

მაშ, ასე

გაწვიმდა და...
”პატარა მწყემსი,ორი ცხვარი ორი ბატივით რომ გაუგდია წინ,”

დამეთანხმებით, ლექსის ერთ–ერთი ცენტრალური მომენტია...

პატარა მწყემსი ცოტა ხნით ”დავივიწყოთ” და
ორ ცხვარს და ორ ბატს ”მივხედოთ”

სადაც მწყემსია – იქ ცხვარიცაა
რატომ ორი?
არ ვიცი, ორი მრავლობითი რიცხვია...
ბატიც ორია
რათა ორი...
იმიტომ, ხომ არა, რომ პატარა მწყემსს ორი ბატიც არ უნდა მიაბარო?!

სადაც მწყემსია
სადაც ცხვარია
იქ სალამურიცაა და უმრავლეს შემთხვევაში თხაც..
მაგრამ ორ (ორი – უკვე კონკრეტული რიცხვია!!!) ცხვარს ერთი პატარა მწყემსიც ეყოფა, თუ გაბედავ და ორ ბატს მიაბარებ...

სალამურს დაკვრა სჭირდება
უფრო სწორედ აკვნესება და
ლექსში აკვნესებული სალამურის ხმაც უნდა გესმოდეს წესით...
თუმცა თუ წვიმს?!

მწყემსი პლეერს უსმენს...
და მის ყურში ”დედოფალია” ანუ ქვინი...
უბერებელი ქვინი, რომელიც მოდერნსაც განასახიერებს და პოსტ მოდერნსაც –პერიოდს ვგულისხმობ რა თქმა უნდა.

პლეერი – ყურებშია
დედოფალს – მწყემსი უსმენს...
და რას უსმენენ ცხვრები?
(უკვე გაწუწულები)?

”თეთრ ქარავანს”!!!
”მივალ მივყვები თეთრი გზებით(ქარავნით!!!) მე ჩემ ფარასა...”

მეც ვღიღინებ და ვამბობ _

მწყემსი ყოველთვის მწყემსია
ორი ცხვარს მწყემსავს თუ ორიათასს...

შეჯამება პირველი:

მიდის გალუმპული პატარა მწყემსი გაშლილ მინდორში ყურში პლეერითა და ღიღინებს...

ვაგრძელებ:

მიდის გალუმპული პატარა მწყემსი გაშლილ მინდორში ყურში პლეერითა და ღიღინებს... და არაფერი ვიცით მაღალია თუ დაბალი... კეთილია თუ ბოროტი, ზარმაცია თუ ბეჯითი...

ვიცით რომ პატარაა და 2 ბატი ანდეს... (არ შემშლია!!!)

კითხულობ _ ”პატარა მწყემსი ბრმაა.” – და გახსენდება სიტყვა – უყურებს...
სიბრალულის გრძნობა გიჩნდება და კითხულობ...
კი მაგრამ როგორ ”უყურებს” ცხვრებს?! (ბატებს!!!)

ვგებულობთ – ცხვრებს, ნაბიჯით რომ არ სცილდებიან,
ყნოსვით აგნებს.
ცხვრებს უყვართ მწყემსის მოსმენა,
ცხვრებს უყვართ მწვანე ბალახი,
ცხვრებს უყვართ მიწა.
ცხვრები ბატებს ემსგავსებიან, – მხოლოდ მაშინ, როცა ცა პეშვს ხსნის და ტირის.

კითხულობ – როცა ცა პეშვს ხსნის და ტირის. – და ხვდები – პატარა მწყემსი მხოლოდ ამის შემდეგ გაილუმპება!!!

მცირე გადახვევა:

ვკითხულობ: ” ცხვრებს უყვართ მწყემსის მოსმენა,
ცხვრებს უყვართ მწვანე ბალახი,
ცხვრებს უყვართ მიწა.
ცხვრები ბატებს ემსგავსებიან” – და მუშტს რიტმულად მაგიდას ვურტყამ

შემდეგ ავტორისეული თხოვნაა თუ შემოძახება:
”პატარა მწყემსო, დაისველე თავი,
პატარა მწყემსო, მოიწმინდე პირი,
პატარა მწყემსო, აახილე თვალი,
აახილე,
აახილე,
აახილე! – იმიტომ რომ
ცა დაიქცა.

აქაც იგივეს ვიმეორებ და მუშტის ძირი მტკივა...

ვაგრძელებ: ორ ცხვარს, ორ ბატს რომ ჰგავს,
სახე ჩამოსტირის.
პატარა მწყემსს აღარ აქვს პლეერი.
მის ყურში თეთრი ქარავანია,
ბაგეზე – დედოფალი...

პატარა მწყემსმა ცა დაინახა.
ცამ გაიღიმა. – კითხულობ და კითხვას სვამ:
მაინც ვინაა მწყემსი
ვის ყურშია – ქარავანი
ვის ბაგეზეა დედოფალი, რომელიც არის ღვთისმშობელი...
ვინ შემოუძახა თავს და ვინ აახილა თვალი?

მან ვინც მომიყვა საკუთარი ფერისცვალება და ჰქვია – ავტორი!!!

> ბმული ლიბ.გე–ზე

13 comments:

ჯორჯ პაიკი said...

მსგავსი მინაწერის დაწერა რომ შემეძლოს მაშინ ალბათ ლექსებიც მეყვარებოდა. სკოლაში თითქმის ყოველდღე გვავალებდნენ ერთ რომელიმე ლექსზე თემის დაწერას, მე კი წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა დამეწერა. მართლა ძნელია კარგი მკითხველი რომ იყო.

Keti said...

მე ვფიქრობ, რომ ლექსების სიყვარული და თემის დაწერის შეძლება მინაწერის, კრიტიკის დასაწერად საკმარისი არ არის..

nastasia said...

gamovsherdi:)

agfrtovanebuli emociebi...

Toma said...

რა სასიამოვნო სიურპრიზი იყო ალბათ :)

Keti said...

* ნასტასია :)

ემხვარმა პ.ს. გამომიგზავნა და აქ დავდებ. მე წერისას ამდენი არ მიფიქრია...

"ახლა, ქეთის ლექსზე ჩემეული მინაწერის კითხვისას, გონებაში ერთ ლექსი ამოტივტივდა...
ზედმეტი და ყოველგვარი პათეტიკის გარეშე – ამოტივტივდა...

"დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა”...

... ” ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ, ხან შავაბიჯებ სერ-სერა;”

სხვათა შორის ”მუნჯი ახმედიც”...

რაც ძალით გავიხსენე ”ქარავანი მიდისაა..."

------
* ტომუშკა, კი, ძალიან :)

Anonymous said...

დავიბენი...
ოღონდ, სიამოვნებისაგან :)
...და ბლოგის ეს ფონი როგორ მოოოოოომწოოოოოოონსსსს... :))

Keti said...

ზურიუს, მიხარია, რომ მოგწონს :))

Sophie שרה Golden said...

მე კი ბატკნები მიყვარს უზომოდ, უზომოდ და ამ ფოტომ გაამზიანა ეს პოსტი კიდევ უფრო :)

Keti said...

სოფი :)

მეც მიყვარს :)

Unknown said...

ჰეჰე რა მაგარია ემხვარი :)
მაგის ძალიან ძველი რაღაცები აღმოვაჩინე ამას წინათ ჩემს კომპში შენახული მქონია 2006 წლის, მაშინ სხვანაიარდ აღვიქვამდი კიდე

Keti said...

შენც ინახავდი? :) მეც ბევრი რამ მაქვს შენახული და ხშირად ვავლებ ხოლმე თვალს...
შეიძლება, გკითხო აღქმაზე? ანუ – როგორ და რა შეიცვალა ახლა...

Unknown said...

კითხვა როგორ არ შეიძლება :)
მე შევიცვალე.
ბოლოს რომ წავიკითხე შეკითხვა საკუთარ თავს დავუსვი ნეტავ მაშინაც ასე აღვიქვი როცა შევინახე მეთქი?


http://bin.ge/file/97734/emxvar-kaxadze.rar.html

ეს კი ისინი რაც სამსახურში ვიპოვნე, ზოგი ძალიან ძველია

Keti said...

რა საინტერესოა...
მე ვფიქრობ, ემხვარს ყოველთვის აქვს სათქმელი და როცა არ უნდა წაიკითხო, საჭირო სიტყვებსა და ემოციებს გაპოვნინებს.

და რა კარგია, რომ ატვირთე ეს ფაილები... დიდი მადლობა! :)