Wednesday, August 5, 2009

ახალი "კლასი"

ორი წლის წინ, იპოდრომზე მწვრთნელმა მითხრა, რომ არანაირი ტრენაჟორი და სპორტის სახეობა ისე სრულყოფილად არ ტვირთავს სხეულს, როგორც ცხენზე ჯდომა. პირველი გაკვეთილის შემდეგვე დავეთანხმე – მთელი კვირა "თხემიდან ტერფამდე" ყველა კუნთი მტკიოდა, ამას დაემატა ჩალურჯებული ფეხები – რადგან პირველივე დღეს უზანგების გარეშე დავიწყეთ სწავლა (მისივე თქმით, მუხლებით რომ შემძლებოდა სხეულის კონტროლი და წონასწორობის შენარჩუნება). მიუხედავად ამ ყველაფრისა, კმაყოფილი ვიყავი.. ჯერ იმიტომ, რომ დიდი შესვენების შემდეგ (მანამდე, ბოლოს 11 წლის ასაკში ვიჯექი ცხენზე) ისევ გავბედე და დავუბრუნდი ცხენს და მერე იმ საოცარი ემოციის გამო, რომელზეც მოგვიანებით დავწერე კიდეც..
რამ გამახსენა ახლა მწვრთნელის მაშინდელი სიტყვები?

დღე–ღამეში 12 საათს კომპიუტერთან რომ ვატარებ, მგონი, არც თუ კარგია. "უძრაობის" წინააღმდეგ ყველაზე უკეთესი, რაც ამ გაზაფხულზე მოვიფიქრე, საღამოობით სირბილი იყო, მაგრამ თვითშემოქმედებამ მთლად კარგი შედეგი ვერ გამოიღო: რამდენიმე კვირაში ფეხი ვიტკინე და მომდევნო თვე მის მოშუშებას მოვუნდი. ერთი კვირის წინ გადავწყვიტე, თვითშემოქმედება გვერდზე გადამედო და ფიტნეს კლუბის აბონიმენტი ვიყიდე. დღეს (ანუ, უკვე გუშინ) პირველი ვიზიტი მქონდა.
მიუხედავად ენთუზიაზმისა, ისე მომერიდა. ცხენების სიყვარულმა იპოდრომზე კი გაბედულად მიმიყვანა, მაგრამ აქ – ლამის კიბიდან გამოვბრუნდი. დარბაზში შესვლისას მიღებული პირველი ემოციაც "ახალ კლასში" გადასული ბავშვის იყო :) თუმცა, საბოლოოდ მომეწონა: ტრენაჟორებიც, დატვირთვაც, ინსტრუქტორი გოგოს დამოკიდებულებაც, პირობებიც... მოკლედ, შემდეგი ვიზიტისთვის ფეხი უკან რომ აღარ დამრჩება, ვიცი :)
სამწუხაროდ, იპოდრომზე ვეღარ დავდივარ – ისე შორს არის და ჩემი გრაფიკის გათვალისწინებით იმდენად რთულია ამ მანძილების რეგულარულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვა. არარეგულარულად – ყოველი მისვლა იმ პირველი გაკვეთილის შედეგით სრულდება. ამას ემატება კეთილმოუწყობელი გარემო, თუმცა, ახლა უკვე აღარ ვიცი, როგორია..
ჰო, გზად მხოლოდ ცხენებზე არ მიფიქრია, ერთი საუბარიც გამახსენდა – ბოლო დროს რომ ასე საზღვრავს ჩემს განწყობას და ნაბიჯებს..

პ.ს. იმ, იპოდრომის ცხენს სასწაული სახელი ჰქონდა – პარაბელუმი. ახლა, რატომღაც მოვძებნე პარაბელუმის დეფინიცია: Si vis pacem, para bellum – თუ გსურს მშვიდობა, მოემზადე ომისთვის. ჰმ.
... არადა, "კოლტის" ლოგო იყო ცხენი :)

6 comments:

Sophie שרה Golden said...

კარგი რამე რქმევია... ერთი ომიც და თბილისი დაგვრჩება მარტო :(

ცხენს კი რა ჯობია, ოღონდ მთის ცხენებს, თავისუფლება რომ უბრჭყვიალებთ თვალებში.

Keti said...

ჰო, მთის ცხენები..
თუმცა, არც პარაბელუმი უჩიოდა თვალების სიბრჭყვიალეს :)

nastasia said...

cxeni sulieria da sad sulier,Tvalebbrchyviala arseba da rkinis konstruqcia trenajori chemoketilo keti...amitomac mcvrtneli martalia:)))))

magram sarben bilikse qancis gacyvetamde sirbili me magalitad aranakleb siamovnebas manichebs...

Keti said...

მეც მაგას არ ვჩივი, ცხენი სულ სხვა რომ არის? :) მაგრამ ამ ეტაპზე მეტი არჩევანი არ მაქვს.. სარბენი ბილიკი მეც ყველაზე მეტად მომეწონა :)

nastasia said...

xoo:)

ertaderti rac praim fitnesshi koshmariaauzzshi chayrili d saunashi shmosaxlebuli damsheuli mamreba...
danarcheni mshvenieria :)

Keti said...

ეს არ ვიცი. ამ პროცედურებით სარგებლობას არ ვაპირებ. ჩემ სახლთან ახლოს არის და მოვდივარ. ისეც ნორმალური სიტუაცია იყო, პირველი შთაბეჭდილება ასეთია.. თუ აღარ მომეწონება, ენთუზიაზმიც გაქრება.