Monday, August 3, 2009

* * *

ერთდროულად – სავსე და ცარიელი.
არა, ნაკლული ჭიქის ამბავს არ ვყვები. სავსე ემოციებით და დაცლილი – მათი გამოხატვის საშუალებებისგან. არც სიტყვები, არც ნაბიჯები, არც, არც. მხოლოდ კედლებია გარშემო.

ეს დღეებია, ჩემს ლექსებს ვკითხულობ – ისევ ვარჩევ. ძველი ფაილი ბოქლომჩამოკიდებულ კარს ჰგავს, ან ძველ სკივრს – რომ გახსნი (თუ თავს ახდი) და პეპლებივით აფარფატდებიან განცდილები. მერე ან ხელებს იქნევ, ან თვალებს ხუჭავ..
დავხუჭე.

ცხადდება სიზმრები? აღარ ვიცი.

4 comments:

ნასტასია said...

ui,maimunuri kitxv maqvs ogond sruliad seriosulad :))

shen leqsebs ro kiTxulob xolme ar gnia ro vinem sxvam dacera?

me amqvs xolme chem nacerebse eg gacda da imito mainteresebs...

Keti said...

ნასტასია, რას გულისხმობ? კარგად ვერ გავიგე :)
ძველ ლექსებთან გაუცხოება განმიცდია. ამის გარეშე ახალს ვერ დავწერ ალბათ. თუ რომელიმე ლექსში მეტ ხანს დავრჩენილვარ (ანუ რაღაც ეტაპზე ჩემი სათქმელი იგივეა), ამ დროს ახალი აღარ დამიწერია. წერა გათავისუფლებას ჰგავს და გაგრძელებისთვის უკვე დაწერილისგან გათავისუფლებაც მჭირდება ხოლმე..
თუ იმას გულისხმობ, ახლა რომ ვკითხულობ ძველებს, რას ვფიქრობ – მასევდიანებს, რადგან ჩემი დღეებია ამ ლექსებში. მათთან მიბრუნება ხელახლა განცდას ჰგავს..
და თუ წერის პროცესი გაინტერესებს – საკუთარი თავის აღწერა გამიჭირდება. ერთი ეს ვიცი, სწრაფად მოდიან სიტყვები და ყველაფერს ვეთიშები :) ანუ "იმ წუთების" ქეთი ჩვეულებრივი ქეთისგან განსხვავდება :)

ნასტასია said...

ooo,gaucxoeba gaqvs xolme tu ara,eg mainteresebda :)

da kide,sizmrebi cxaddeba :)))))

Keti said...

კარგია, რომ ცხადდება :))