Wednesday, August 12, 2009

ორი არჩევანი

კიდევ ორი ძველი ლექსი (რომლებიც ადრე "ებლიტფოზე" იდო) გავუგზავნე ლიბ.გეს. განათავსეს. საკუთარ თავთან დადებულ პირობას არ ვარღვევ – ახლებს ისევ ვიტოვებ (თუმცა ძნელია ეს სიჩუმე).
საინტერესო არჩევანის გაკეთება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველებიდან ბევრია, რაც საიტზე არ დევს, ამ ლექსებთან თავისთავად მივედი: ჯერ – "გაკვეთილთან", მერე – მეორესთან და მივხვდი, მეტს ამჯერად არ გავგზავნიდი. მეგობარმაც ეს მითხრა, რომ ეს ორი ერთად უნდა გამოქვეყნებულიყო. ჩემ არჩევანზე მისი სიტყვების მერე დავფიქრდი, მანამდე მხოლოდ ქვეცნობიერი იყო ჩართული..
ამავე ლექსებს ჩემს საიტსაც დავამატებ.

...
თუ კრებულზე მუშაობა აქამდე ერთი დიდი მასის დამუშავებას ჰგავდა, დღეს თითებით გამოძერწილი სახის ნაკვთების შეგრძნებაც შევძელი. ეს არ არის სრულყოფილი სახე, მაგრამ როცა იცი, "ვის" ძერწავ, უკვე კარგია. ცოტათი ამოვისუნთქე, რადგან მთელ ამ დღეებს შიშსა და მცდელობებს შორის ვატარებდი (დამეხმარა მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ და სტარტის აქ – "ონლაინ" გამოცხადება, თორემ ვინ იცის, იქნებ გადამედო კიდეც). ვფიქრობ, მალე კიდევ ერთი წერილის დაწერა მომიწევს, ანუ – როგორც კი შემდეგ ეტაპზე გადავალ..

4 comments:

Toma said...

ახალ ლექსებს რატომ არ აგზავნი? გინდა ჯერ კრებულად გამოსცე და მერე გადააგზავნო?

Keti said...

კი, ასე ვფიქრობ, თუმცა კრებულის იდეამდე გადავწყვიტე ასე.

Toma said...

კრებულის იდეამდე რატომ გადაწყვიტე ასე?

Keti said...

სხვადასხვა მიზეზის გამო, ძირითადად – პლაგიატის შემთხვევების..