Showing posts with label Niko Pirosmani. Show all posts
Showing posts with label Niko Pirosmani. Show all posts

Monday, January 14, 2013

მარგა(ლ)(რ)იტები

გაბრიაძის ილუსტრაციებმა მომანდომა მარგარიტების შეკრება. რაც უცებ გამახსენდა:
 
რეზო გაბრიაძე, "შერეკილები". ილუსტრაცია: რეზო გაბრიაძე

ნიკო ფიროსმანი, "აქტრისა მარგარიტა"

დიეგო ველასკესი, "მენინები". ინფანტა მარგარიტა

მიხეილ ბულგაკოვი, "ოსტატი და მარგარიტა", 2004 წ. გამოცემა. 
ილუსტრაცია: გენადი კალინოვსკი

Monday, December 31, 2012

ორშაბათის კედელი

ძალიან მომინდა, ჩემს კედელზე  საახალწლოდ ფიროსმანი იყოს გამოფენილი.  ეროვნულ გალერეაში მარტის ბოლომდე შეგიძლიათ  მისი ნახატების ნახვა. გამონახეთ დრო და ისიამოვნეთ.
აქვე ბლოგის მკითხველებს გილოცავთ ახალ წელს – ბედნიერი, სიხარულით სავსე ყოფილიყოს!
"ხილის ფარდული"


Monday, July 4, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ბევრი არ მიფიქრია არჩევანზე: ამ საღამოს რატომღაც ნიკო ფიროსმანის შვლები ვათვალიერე და ერთი მათგანი აქაც მოვიყვანე – შველი წყლისპირას

4-10 ივლისი.

Monday, April 5, 2010

ერთი კვირა, კედელზე

არ შემეძლო, ამ ორშაბათს ნამუშევარი სხვა თემაზე შემერჩია: ფიროსმანის "ბატკანი, სააღდგომო მაგიდა და ანგელოზები". საერთოდაც, ეს კვირა მისი იყოს..

*
გადასვლა იქნებ თემატურად მოულოდნელიც, მაგრამ...
როცა შემდეგ ნახატს ვარჩევდი, მელოდია და არჩევანი ერთად მოვიდა: "ტურფა"
ასეთი გამოფენა არ მქონია – მუსიკის თანხლებით:
ჩემი კედლის წინ მდგარებმა ნინო ქათამაძის "ტურფას" მოუსმინეთ..

5-11 აპრილი.

Tuesday, September 1, 2009

დღის ფრაგმენტი: ფიროსმანი

დილას, სამსახურისკენ აჩქარებულმა ეროვნული მუზეუმის ფასადზე გადმოფენილი ყვითელი ლომი რომ დავინახე, ვიფიქრე, უახლოეს დღეებში ამ შენობის კარს აუცილებლად შევაღებდი.
"უახლოესი დღეები" რამდენიმე საათმა ჩაანაცვლა. სამსახურში თითქმის მთელი დღე უკომპიუტეროდ დარჩენას ის დადებითი მოჰყვა, რომ ავიღე ფოტოაპარატი და დილის გზა უკან გავიარე..
მგონი შესავალი გამიგრძელდა. მოკლედ, ფიროსმანის გამოფენაზე ვიყავი. ამ გამოფენის ჩემი ფავორიტები: "აქტრისა მარგარიტა" და "წმინდა გიორგის დღეობა ბოლნისში" (თუნდაც მათ წინ გატარებული დროის მიხედვით).
სამწუხაროდ, გადაღებასთან დაკავშირებული იმედები ჩამეფუშა. აქ მოწყობილ რამდენიმე გამოფენაზე აკრძალვა არ ყოფილა, დღეს კი, მკაცრი მეთვალყურისგან რჩევა მივიღე: შემეძლო, ქვემოთ მეყიდა ღია ბარათები. მოგვიანებით, საკმაოდ მწირი არჩევანიდან ერთი მარგარიტა "წამოვიყვანე" და მთელი გზა ფოტოგრაფირების ნების დართვით მისაღებ დადებითს კონტრარგუმენტებს გულმოდგინედ ვუძებნიდი..

გუგლში ფიროსმანის ცოტა ნახატი იძებნება (მით უმეტეს, კარგი ხარისხით). აი, როგორ მინდოდა ბოლნისური გიორგობის მონახვა და მხოლოდ ორი, მცირე რეზოლუციანი ფრაგმენტი ვიპოვე..
ერთი ნორმალური საიტიც არ გვაქვს ნიკოზე.

Monday, May 4, 2009

ერთი კვირა, კედელზე

მგონია, ის ძალიან სუფთა ადამიანი იყო. ძალიან გულწრფელი.
აი, ისეთი, იშვიათად რომ არიან..
დღეს მის ლაღ გოგონას გამოვფენ, ბურთით ხელში.
თუმცა, ლაღი – ერთი შეხედვით. ისედაც, არაერთი დეტალი მაფიქრებს..
მიყვარს ეს ნახატი.

*
ისევ ფიროსმანი და მისი "დათვი მთვარის შუქზე"

*
რაკი კვირის ბოლოს ზღვას დავუბრუნდი და სამხრეთმა შემახსენა თავი... ნიკოსეული ბათუმის სანაპირო მოვძებნე და კედელსაც ვუთმობ.
პ.ს. დროშები.. :)

4-10 მაისი.

Monday, December 15, 2008

ერთი კვირა, კედელზე

გახსოვთ სინდბადის შვიდი მოგზაურობა "ათას ერთი ღამიდან"?
ამ კვირის კედელზე – პოლ კლის მეზღვაური სი(ნ)დბადი, ანუ მოგზაურობის მეხუთე ეპიზოდი.
კლის პრიმიტივი, მისი სურეალისტურ–კუბისტური ნამუშევრები ალბათ კიდევ მიმაბრუნებენ.
მასთან ბევრია სიზმარი და პოეზია... მგონი ესაა, რომ მხიბლავს.

***
პრიმიტივისტი - ვინმე ვახსენო და ფიროსმანი არა... მის გამოფენას ყოველთვის ვაპირებდი, მაგრამ შესაბამისი განწყობა არ მქონდა. ახლა ვფენ, მისი ნამუშევრებიდან ჩემთვის ერთ–ერთ ყველაზე საყვარელს – ბატკანს.

დილას ვფიქრობდი, რატომ ცხვრები – მაგალითად, როცა ვწერ...

15-21 დეკემბერი.