Thursday, February 27, 2014

ჩემი ხელით


ამ მხრივ რომ რაიმე მეხერხება, როგორც მახსოვს, არასდროს მომიყოლია ბლოგზე. ჰოდა, ახლა მოვყვები. ძალიან მომწონს ხელნაკეთი ნივთები – ნაქსოვი, შეკერილი, სხვადასხვა მასალით დამზადებული და მეც, თუ დრო მაქვს და ხალისი, ვაკეთებ. განსაკუთრებით სკოლის და სტუდენტობის პერიოდში ვიყავი მონდომებული, მერე და მერე კი ძალიან გავზარმაცდი. აი ამ ხელთათმანებსაც ზუსტად სამი თვე ვქსოვდი, არადა ერთი კვირის საღამოებიც ეყოფოდა; მაგრამ მაინც კარგია – ჯერ კიდევ ცივა და შეიძლება ჩაცმა :) თან ის მიხარია, რომ ასეთი არავის აქვს, თან ჩემს ქურთუკსაც უხდება. მოქსოვილია ყაისნაღით და ჩხირებით.

6 comments:

Toma said...

ra lamazebiaa!! kdiev dade sheninmaushevrebi tu gakvs.

Keti said...

მადლობა, ტომა! :) კი მაქვს, მოვიცლი და გადავიღებ მოგვიანებით

Lord Vader said...

ლამაზია.
+1

Unknown said...

ძაან ლამაზია :)
უცხოა, ეთნო-პრინტს გავს ერთი შეხედვით :)
ხელთათმანიც ლამაზია, შარფიც და ქურთუკიც :)

Sophie שרה Golden said...

Kaisnagit moqsovili nawili zalian lamazia, rogor minda viswavlo mec. Imdeni lamazi ramis moqsova sheizleba.
Aucileblad gagviziare sheni sxva nivtebic.

Bodishi latinuri shriftistvis, chemi kompiuteri sabolood ganudga qveynierebas da telefoniga shemomrcha :-)

Keti said...

ლორდ,
თაკო,
სოფი,
დიდი მადლობა! :)


სოფი, მთავარი მონდომებაა, მოიცალე და... :)
რა ცუდია, რომ კომპი გაგიფუჭდა. ალბათ ამიტომ შეამცირე პოსტებიც