Monday, November 30, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად – გამოფენის დღე. მახსოვდა, რომ გამოფენების მოწყობა შემოდგომით დავიწყე; გადავამოწმე და აღმოჩნდა – წელიწადი უკვე გავიდა. საინტერესოა, ვის და რამდენად ხშირად ვფენდი. ხუთეული ასეთია: გუსტავ კლიმტი (9), ეგონ შილე (6), სალვადორ დალი (6), მარკ შაგალი (6), მაკა ბატიაშვილი (6). ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ეს მხატვრები მომწონს, მაგრამ ფაქტია, ბლოგის გამოფენაზე ისინი ლიდერობენ.

დღეს ისევ შაგალის გამოფენას ვაპირებ (ხუთეულშიც ამიტომ მოხვდა). ამჯერად მის კედლის მხატვრობას წარმოგიდგენთ.

1963 წელს, საფრანგეთის კულტურის მინისტრის მიწვევით,
მარკ შაგალმა პარიზის ოპერის თეატრის ჭერის მოხატვა დაიწყო. ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 77 წლის შაგალს 220 კვ. მეტრის ფართის მოსახატად ერთი წელი დასჭირდა. წარდგინება 1964 წელს გაიმართა: ჭაღი, რომელიც ჭერის შუაგულს ამშვენებს, ჩამქრალი იყო. ორკესტრმა შაგალის საყვარელი კომპოზიტორის – მოცარტის „იუპიტერის სიმფონია“ (Symphony No. 41 in C major) შეასრულა, დამამთავრებელ აკორდზე კი ჭაღიც გაბდღვრიალდა. შედეგმა ყველა უკმაყოფილო კრიტიკოსი გააჩუმა...
ფოტო: G. Dorado

30 ნოემბერი –
6 დეკემბერი.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

ლაიპციგში რომ ვიყავი, ბინაში, სადაც გავჩერდით შაგალის ნახატები ჰქონდათ და ყურებით/ცქერით ვერ ვძღებოდი, როგორც იტყვიან. მართლა ჭარბობენ ეს მხატვრები შენთან, ოღონდ ძალიან სასიამოვნოდ :) მგონია, რომ შენს ხასიათს და პიროვნებასაც გამოხატავენ, არა?

Keti said...

სოფი, შეიძლება ასეც ითქვას :) გული მათკენ უფრო ხშირად მიმიწევს, ალბათ მათ ნამუშევრებში ჩემს თავს ან განწყობას ხშირად ვხედავ :)

Toma said...

suratm tavbru damaxvia :)

Keti said...

:)