Sunday, November 1, 2009

ღია

ღია ბარათის წერისას მერამდენედ მოხდა – გაუთვალისწინებლად კონვერტში ჩავდე და დავლუქე. მგონი ხვალ გავხსნი. ერთადერთი წყვილი თვალისთვის, ალბათ.

ეს კი პარასკევის დრაფტიდან (მაინც ღია):
"ჩემი ლექსები ხანდახან პასუხები იყო.
რაღაცას მოგიყვები.
ჩემი და მთავარი ქუჩის კუთხეში, მთელი ბავშვობის მანძილზე, ფოსტა იყო. ახლა იქ ბანკია. ჩვენ ხშირად შევდიოდით ფოსტაში. დღესასწაულებზე მისალოც ბარათებს ვიღებდით, ჰოდა, ვგზავნიდით კიდეც. წერილებსაც ვიღებდით და ვგზავნიდით. კიდევ პრესას ვიწერდით. მრავლობითში – თუმცა, მე არ ვწერდი, მე ველოდი.. ძირითადად, დედას. შესასვლელიდან მარჯვნივ, დიდ ვიტრინასთან ხის მაგიდა იდგა. მაგიდაზე სამელნე და ბლანკები ეწყო. აღარ მახსოვს, რისი ბლანკები. იქაური სუნი მახსოვს – ქაღალდის, თუ მელნის. მაგრამ ისეთი, ახლა რომ ვერსად ვგრძნობ.. არ ვიცი, რატომ მომინდა ამის მოყოლა. იქნებ იმიტომ, რომ ბარათის წერას მხოლოდ ამ გარემოში შევძლებდი?
...
წაკითხულ წერილში იყვნენ გმირები, ჩემი ამბის თქმა რომ მოინდომეს. ამბის, რომელსაც "ჩვეულებრივი" სიტყვებით ვერ ვიტყოდი. ჰოდა, პასუხი გამოვიდა – სიზმარიც.

... კიდევ რაღაცას გწერდი, მაგრამ უცნაურად გაირითმა".

5 comments:

Lalena said...

:)))) რა ტკბილია

Keti said...

:)

nastasia said...

au,qeti,shentan simshvidis sunia :)

სალომე აჩბა said...

qet, zustad SevgirZeni postis situcia... situacie rasac agcer.... surnelic ki datrialda , haerSi iqauri : )

tbilo : )

Keti said...

ნასტასია,
სალომე,

:* :)