Monday, October 19, 2009

ერთი კვირა, კედელზე

არ ვიცი – რატომ, მაგრამ მიზიდავენ აკრობატები. აკი დავწერე კიდეც ამაზე. შაგალი მათ ხშირად ხატავდა. გადავამოწმე – ორი ნამუშევარი უკვე გამომიფენია.
დღეს კიდევ ერთს და ყველაზე მეტად მოწონებულს წარმოგიდგენთ: შეყვარებულ აკრობატსა და აკრობატზე შეყვარებულს :) ანუ, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთ "მფრინავ" წყვილს.. ეს ნახატი ყველაფრით მხიბლავს: აკრობატის ღიმილითა და ნათელი სახით, მსუბუქი სხეულით, წითელი სამოსით, ანტურაჟით, ფერებით და ლოყასთან გამკრთალი სუნთქვით..

19-25 ოქტომბერი.

2 comments:

Toma said...

Esa dzalian tbili suratia, rimils rom ggvris saxeze

Keti said...

კი, ასეთია :)